10 ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ზაფხულში | Allnews.Ge

10 ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ზაფხულში

ზაფხულის სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული. წელიწადის ამ სამ თვეს, რომელიც ყველაზე მაღალი ტემპერატურით ხასიათდება, მნიშვნელოვნად იცვლება მომხმარებელთა მოთხოვნები.

"ბიზნესპრესნიუსი" ზაფხულის სეზონზე ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციის ათეულს გთავაზობთ.

ნაყინი - ჩვენს ჩამონათვალში პირველ ადგილს დამსახურებულად იკავებს. კომპანიები მომხმარებელს საკმაოდ მრავალფეროვან არჩევანს და ფასებს სთავაზობენ. მაღაზიებში ნაყინის ღირებულება 50 თეთრიდან იწყება და მოცულობისა თუ საგემოვნო თვისებების მიხედვით, დაახლოებით ათ ლარამდე აღწევს. როგორც მაღაზიის კონსულტანტები აღნიშნავენ, ყველაზე დიდი რაოდენობით ადგილობრივი წარმოების ნაყინი იყიდება. იმპორტირებული კი შედარებით მაღალ საფასო სეგმენტში გადის, რის გამოც რეალიზაციის რაოდენოობა ნაკლებია.

წყალი და მინერალური სასმელი - ზაფხულის სეზონზე მაღალი ტემპერატურის პირობებში ექიმების რეკომენდაციით, ადამიანმა წყლის მოხმარება უნდა გაზარდოს. ცხელ დღეებში ორგანიზმის მოთხოვნა სითხეზე განსაკუთრებით იზრდება და დღიური რაციონი ორ ლიტრს აღემატება. დღეს ქართულ ბაზარზე წყლისა და მინერალური სასმელების საკმაოდ ფართო სპექტრია წარმოდგენილი. ერთი ლიტრის ფასი კი 80 თეთრიდან 1.20-მდე მერყეობს.

საზამთრო და ნესვი - ზაფხული ამ ხილის გარეშე წარმოუდგენელია. მომხმარებლები ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით კახური საზამთრო წელს გაცილებით ხარისხიანი და გემოვნური თვისებებით გამორჩეულია. 1 კგ-ის ფასი კი საზამთროს შემთხვევაში 35-40 თეთრი, ერთი კილოგრამი ნესვის ღირებულება - 80 თეთრიდან 1 ლარამდე მერყეობს.

სიმინდი - ამ პროდუქტის რეალიზება განსაკუთრებით აქტუალური შავი ზღვის სანაპიროზეა. დამსვენებლებს პირდაპირ ზღვისპირას მირთმეული ცხელი სიმინდის შეძენა 1 ან - 1,5 ლარად შეუძლიათ. დედაქალაქში კი ერთი ცალი სიმინდის ღირებულება 40 თეთრია.

კიტრი და პამიდორი - ზაფხულში ნებისმიერი ადამიანის კვების რაციონში განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ბოსტნეული. დიასახლისებისთვის სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ამ სეზონზე მენიუ შედარებით მსუბუქი ხდება, სადილის მომზადება კი გაცილებით იაფი ჯდება.

მზისგან დამცავი საცხი - ზღვაზე დამსვენებლებისთვის, ყველაზე საჭირო პროდუქტია. სააფთიაქო ქსელში უცხოური ბრენდების მიერ შემოთავაზებული მზისგან დამცავი ლოსიონების საკმაოდ დიდი არჩევანია. ფასები შარშანდელთან შედარებით არ შეცვლილა. ღირებულებას აქაც პროდუქციის ხარისხი და მოცულობა განსაზღვრავს.

კოღოებისგან დამცავი საშუალებები - კოღოები და მათგან თავის დაცვა საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე ზაფხულის ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავია. პროდუქცია, რომელიც ამ მწერებისგან დაგვიცავს სხვადასხვანაირია. კოღოებისგან თავის დაცვის საშუალებებს ყველაზე დიდი რაოდენობით შავი ზღვის სანაპიროზე მოიხმარენ. იხილეთ გაგრძელება

myquiz