მამონტები სასმელი წყლის ნაკლებობის გამო გადაშენდნენ | Allnews.Ge

მამონტები სასმელი წყლის ნაკლებობის გამო გადაშენდნენ

გრძელბეწვიანი მამონტები სასმელი წყლის ნაკლებობის გამო გადაშენდნენ. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, მეცნიერები აცხადებენ. მამონტები ალიასკას სანაპიროსთან ცხოვრობდნენ და როგორც ამდრომდე იყო ცნობილი, ისინი 10 500 წლის წინ გადაშენდნენ.

თუმცა, მეცნიერების ახალი აღმოჩენების მიხედვით, ბოლო მამონტი 5 600 წლის წინ მოკვდა. სპეციალისტების თქმით, დედამიწაზე ტემპერატურის ტბების დაშრობა გამოიწვია, რის გამოც მამონტები საკმარისი რაოდენობის წყლის მიღებას ვერ ახერხებდნენ.

როგორც პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერი, პროფესორი რასელ გრაჰამი ამბობს, ტბების დაშრობამ ცხოველები იმ ადგილებზე შეკრიბა, სადაც წყალი დარჩენილი იყო. მოგვიანებით კი სასმელი წყლის დეფიციტი ყველგან შეიქმნა.

მეცნიერები ასევე ამტკიცებენ, რომ დღეს მიმდინარე კლიმატურმა ცვლილებებმა შესაძლოა, იგივე გავლენა იქონიოს სხვა ცხოველებზეც და ადამიანებზეც. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშაა მცირე ზომის კუნძულები, სადაც სასმელი წყლის რაოდენობა თანდათან კლებულობს.

myquiz