სასარგებლოა თუ არა პრესის ვარჯიშები?
ბევრი ჩვენგანი მიიჩნევს, რომ მწოლიარე მდგომარეობიდან სხეულის წამოწევა იდეალური პრესის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
მათთვის, ვისაც აღნიშნული ვარჯიშის შესრულება არ უყვარს, კარგი ამბავი გვაქვს. მეცნიერები მსგავსი ვარჯიშის არა მხოლოდ ეფექტურობაში, არამედ მიზანშეწონილობაშიც არ არიან დარწმუნებულები.
2011 წელს ილინოისის შტატში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ცდა ჩატარდა. მონაწილეთა ერთი ჯგუფი პრესის სავარჯიშოებს ყოველდღიურად ასრულებდა, მაშინ, როდესაც დანარჩენი მონაწილეები არაფერს არ აკეთებდნენ. ექვსი კვირის შემდეგ მოვარჯიშეთა მუცლის არეში არანაირი ცვლილება არ აღინიშნებოდა.
პრესის ვარჯიშების სარგებლიანობას თავი რომ დავანებოთ, საინტერესოა, შეუძლი თუ არა მას ჩვენი სხეულისთვის რაიმე კონკრეტული ზიანის მიყენება.
კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტში მომუშავე პროფესორი სტიუარტ მაკგილი პრესის ვარჯიშებს უკვე ხანგრძლივის დროის განმავლობაში სწავლობს.
პროფესორი დარწმუნებულია, რომ პრესის ტრადიციული ვარჯიშის შესრულება, შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდეს.
მაკგილი მიიჩნევს, რომ მწოლიარე მდგომარეობიდან სხეულის წამოწევის ეს ვარჯიში გარდა იმისა, რომ ხერხემალს აზიანებს, მალებს შორის ნერვის მოყოლისა და მალებსშორისი თიაქარის წარმოქმნის ალბათობასაც არ გამორიცხავს.

2005 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელშიც ამერიკელი სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას, ტრავმების 56% პრესის ვარჯიშის შესრულებისას იყო მიღებული.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ პრესის ვარჯიშები სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებულ გავლენას ახდენს, რაც ადამიანის გენოტიპით აიხსნება, თუმცა იმის გამო, რომ არ ვიცით რომელ კატეგორიას მივეკუთვნებით გარისკვა მაინც არ ღირს.
მიუხედავად ამისა, უნდა არსებობდეს გზა, როგორ დავიყენოთ პრესი და ნაკლებად დავაზარალოთ ჩვენი ორგანიზმი. პროფესორი სტიუარტ მაკგილი გვირჩევს, ხელები წელის ქვედა ნაწილს შევაშველოთ, რათა ხერხემალზე ნაკლები დატვირთვა მოვიდეს. ერთი ფეხი მოვხაროთ, მეორი კი გავშალოთ და თავი და მხრები ოდნავ წამოვწიოთ ზედაპირიდან.
პროფესორი ასევე გვირჩევს, ერთ ჯერზე 60 პრესით შემოვიფარგლოთ.
მისი თქმით, უმჯობესია, 15 პრესით დავიწყოთ და მათი რაოდენობა დროთა განმავლობაში გავზარდოთ. ამავდროულად გასათვალისწინებელია, რომ ტრავმის მიღების შესაძლებლობა გაიზრდება თუ რამდენიმესაათიანი საოფისე მუშაობის შემდეგ პირდაპირ დავიწყებთ პრესისთვის სასარგებლო ვარჯიშების კეთებას.