როგორ გამოიყურება აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენცია - "პატარა თეთრი სახლი" ლონდონში | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება აშშ-ს პრეზიდენტის რეზიდენცია - "პატარა თეთრი სახლი" ლონდონში

ოდესმე გიფიქრიათ, როგორ ცხოვრობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი? ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ეს საკუთარ თავზე გამოსცადოთ.

ლონდონში მდებარე პრესტიჟულ უბან მეიფერში "პატარა თეთრი სახლი" 2,500 მილიონ ფუნტად იყიდება.

მეიფერის უძრავი ქონების აგენტის თქმით, თეთრ ფერში გადაწყვეტილი ხის ინტერიერი ოჯახის ნებისმიერი წევრისთვის სასიამოვნო და მყუდრო გარემოს შექმნის.

კომპანია Wetherell-ის აღმასრულებელი დირექტორის პიტერ ვედერელის განმარტებით, "პატარა თეთრ სახლს" ხელსაყრელი მდებარეობა აქვს და მუდმივი დაცვა ჰყავს. სახლი გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ის საელჩოს მოპირდაპირედ მდებარეობს.

ეს "პატარა თეთრი სახლის" ექსტერიერია

იგი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაცვის პერიმეტრშია

ეს ნიშნავს, რომ სახლს 24- საათიანი დაცვა აქვს, რაც მას მთელს ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო საცხოვრებლად აქცევს

შიგნით შევიხედოთ:

მთელს სახლში შავი ხის იატაკია, რაც მის ინტერიერს კიდევ უფრო ამდიდრებს

მისაღებ ოთახში დიდი მარმარილოს ბუხარია, რაც ოთახს მყუდროებას მატებს და სასიამოვნო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

სამზარეულო პრაქტიკულად არის მოწყობილი და დიდ სასადილო მაგიდას ემეზობლება

სახლში ოთხი საძინებელი ოთახია, რომელიც მთლიანად ხის პანელებითაა მოპირკეთებული. მან "პატარა თეთრი სახლის" წოდება 60-იან წლებში თეთრი ფასადის, საელჩოსთან სიახლოვისა და საპრეზიდენტო საძინებელი ოთახის გამო მიიღო.

 

myquiz