რა ელის დედამიწას კაცობრიობის გაქრობის შემთხვევაში | Allnews.Ge

რა ელის დედამიწას კაცობრიობის გაქრობის შემთხვევაში

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თუმცა, ამავდროულად, ამოუცნობი საკითხი დედამიწის მომავალს ეხება.

ბევრ ჩვენგანს აინტერესებს, რა მოუვა  პლანეტას ადამიანების გარეშე - შეძლებს თუ არა იგი ე.წ გადატვირთვის ფუნქციის ჩართვას და გაუმკლავდბა თუ არა იმ ზიანს, რომელსაც კაცობრიობა თავისი არსებობის პერიოდში აყენებს.

• ადამიანის გაქრობიდან რამდენიმე საათში მთელს პლანეტაზე სინათლე ჩაქრება, რადგან ელექტროსადგურების უმეტესობა სწორად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს, თუმცა, ჰიდროელექტროსადგურები მუშაობას მაინც განაგრძობენ.

• კაცობრიობის გაუჩინარებიდან ათი დღის შემდეგ ყველა შინაური ცხოველი მოკვდება. ამის მიზეზი, ერთი მხრივ, საკვების დამოუკიდებლად მოპოვების უუნარობა, მეორე მხრივ, კი მტაცებელი ცხოველების გააქტიურება გახდება.

• ერთი თვის შემდეგ ატომურ ელექტროსადგურებში ბირთვული რეაქტორების გამაგრილებელი წყალი აორთქლდება, რაც საბოლოო ჯამში მსოფლიო მასშტაბის "ჩერნობილის კატასტროფას" გამოიწვევს.

• ერთი წლის შემდეგ ორბიტაზე გაშვებული ყველა თანამგზავრი ჩამოვარდება.

• ოცდახუთი წლის შემდეგ ქალაქების უმეტესობას მცენარეები შთანთქავს, მაშინ, როდესაც ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების მეორე ნაწილი რამდენიმეტონიანი ქვიშის საფარის ქვეშ აღმოჩნდება.

• კაცობრიობის გაქრობიდან სამი ათასი წლის შემდეგ ლითონის შენობები, ხიდები და კოშკები კოროზიის გამო დაინგრევა.

• ათი ათასი წლის შემდეგ ადამიანის არსებობის ერთადერთი ნიშანი ის ნაგებობები იქნება, რომლებიც კაცობრიობამ ქვისგან შექმნა. ჩვენი არსებობის ერთადერთი კვალი პირამიდებში, ჩინთის დიდ კედელსა და რაშმორის მთაში დარჩება.