ვინ იყო სინამდვილეში იდუმალებით მოცული "ადამიანი რკინის ნიღაბში" | Allnews.Ge

ვინ იყო სინამდვილეში იდუმალებით მოცული "ადამიანი რკინის ნიღაბში"

კალიფორნიის ქალაქ სანტა-ბარბარას უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორი პოლ სონინო თავის წიგნში ამტკიცებს, რომ დაადგინა ლუი XIV-ის მმართველობის დროინდელი იმ ტუსაღის ვინაობა, ვისაც რკინის ნიღბიანს ეძახდნენ. ამის შესახებ Discovery იუწყება.

"ადამიანი რკინის ნიღაბში", ვისი ნამდვილი სახელიც თანამედროვეებისა და ისტორიკოსებისთვის დღემდე უცნობია, 1669 წელს დაუპატიმრებიათ. ის ბასტილიის სახელგანთქმულ ციხესა და სხვა ფრანგულ სატუსაღოებში იხდიდა სასჯელს. იგი 1703 წელს ციხეში პატიმრობაში გატარებული 34 წლის შემდეგ გარდაიცვალა.

მთელი 34 წლის განმავლობაში მისი ვინაობა უცნობი იყო იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტუსაღი მუდმივად ნიღაბს ატარებდა, - მიიჩნევს პროფესორი სონინო.

"მეცნიერები თანხმდებიან, რომ ტუსაღის სახელი იყო ესტაშ დოჟე, რომ ის ნიღაბს ყოველთვის არ ატარებდა და სინამდვილეში ეს ნიღაბი ხავერდის იყო" - აცხადებს სონინო.

სონინოს მტკიცებით, ესტაშ დოჟე ლუი XIV-ის ადრეული მმართველობის პერიოდში საფრანგეთის პირველი მინისტრის, კარდინალ მაზარინის კამერდინერი იყო. წიგნის ავტორი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, მაზარინიმ ქონების ნაწილი ინგლისის მეფესა და დედოფალს მოჰპარა. ამის გამო დოჟე დააპატიმრეს და დაემუქრნენ, რომ თუ მისი ვინაობა გამჟღავნდება, მას მოკლავდნენ.

"ადამიანი რკინის ნიღაბში" ისტორიის მიხედვით, ამ დრომდე ფილმის არაერთი ვერსიაა შექმნილი.