ლეონარდო და ვინჩის კანისა და თმის ნარჩენებიდან მის "გენეტიკურ პორტრეტს" შექმნიან | Allnews.Ge

ლეონარდო და ვინჩის კანისა და თმის ნარჩენებიდან მის "გენეტიკურ პორტრეტს" შექმნიან

როგორ გამოიყურებოდა ლეონარდო და ვინჩი?

მეცნიერებმა გადაწყვიტეს გამოჩენილი მხატვრის და მეცნიერის ნახატებსა და ნაწერებზე დარჩენილი კანისა და თმის ნარჩენებიდან არსებული დნმ-ის ნიმუშები გამოიკვლიონ.

ამის შესახებ Sky News-ი იუწყება.

სამუშაოებს კალიფორნიის, კრეიგ ვენტერის ინსტიტუტის სპეციალისტები ხელმძღვანელობენ.

პირველი ნამუშევარი, რომელსაც ისინი გამოიკვლევენ, "მოგვთა თაყვანისცემა" იქნება.

გენეტიკოსთა აზრით, ნახატი შესაძლოა შეიცავდეს ლეონარდო და ვინჩის კანის ნაწილაკების ნარჩენებს, საიდანაც შესაძლებელია მხატვრის დნმ-ის ამოღება.

მიღებულ დნმ-ს მეცნიერები და ვინჩის ამჟამად ცოცხალი ნათესავების გენეტიკურ მასალას შეადარებენ, ასევე მისი სავარაუდო მშობლების ნეშტიდან ამოღებულ დნმ-ს.

ისინი მიიჩნევენ, რომ წარმატებული მუშაობის შემთხვევაში, სპეციალისტები მხატვრის "გენეტიკურ პორტრეტს" შექმნიან და ნაწილობრივ აღადგენენ მის გარეგნობას.

გარდა ამისა, და ვინჩის დნმ-ის შესახებ ინფორმაციამ შესაძლოა წვლილი შეიტანოს მისი სამარხის ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენაშიც.