ადამიანის ორგანიზმში არსებული ბაქტერიების გამოსახულება | Allnews.Ge

ადამიანის ორგანიზმში არსებული ბაქტერიების გამოსახულება

ბაქტერიები დედამიწაზე ყველგან არსებობს - მიწაში, მჟავე ცხელ წყაროებში, რადიოაქტიურ ნარჩენებში, ზღვის წყალში და დედამიწის წიაღში.

ჩვეულებრივ, ნიადაგის ყოველი გრამი 40 მილიონამდე ბაქტერიას შეიცავს, მტკნარი წყლის ყოველი მილილიტრი - მილიონს.

ბაქტერიული უჯრედების რაოდენობა ადამიანის სხეულში 10-ჯერ აღემატება საკუთრივ ადამიანის უჯრედების რაოდენობას.

განსაკუთრებით ბევრია ბაქტერიები კანზე და კუჭ–ნაწლავში.

ამ ბაქტერიების დიდი უმრავლესობა ადამიანისთვის უსაფრთხოა, ზოგიერთი იმუნური სისტემისთვის სასარგებლოც კია, თუმცა არსებობს პათოგენური ბაქტერიებიც, რომლებიც იწვევენ ისეთ დაავადებებს, როგორიცა ქოლერა, სიფილისი, კეთრი, შავი ჭირი, ციმბირული წყლულია.

წარმოგიდგენთ ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების სურათებს, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში არსებული ცოცხალი უჯრედების 90%-ს შეადგენენ.

myquiz