მამაკაცი სახლში ორ მელიას ზრდის | Allnews.Ge

მამაკაცი სახლში ორ მელიას ზრდის

ირლანდიაში, სოფელ კილკენიში პათსი გიბონსს ორი უსაყვარლესი მელია, გრეინი და მინი ჰყავს.

გიბონსი მელიებს მას შემდეგ უვლის, რაც სულ პატარები და დედისგან მიტოვებულები, ტყეში იპოვა.

ადგილობრივი ბავშვების მხრიდან, მელიების მიმართ ინტერესი იმდენად მაღალია, რომ გრეინის და მინის სკოლაშიც კი იწვევენ.

"ახლა მთელი სოფლიდან და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა კუთხეებიდან მიკავშირდება ხალხი და რჩევებს მთხოვს მელიების აღზრდასთან დაკავშირებით. მე ექსპერტი არ ვარ და ყოველდღიურად რაღაც ახალს ვსწვალობ ამ ცხოველების შესახებ, თუმცა სიამოვნებით ვცემ პასუხს ყველა შეკითხვას" - ამბობს გიბონსი.