19 წლის ახალგაზრდა, რომელიც სამ ტერაქტს გადაურჩა | Allnews.Ge

19 წლის ახალგაზრდა, რომელიც სამ ტერაქტს გადაურჩა

22 მარტს ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შედეგად 200-მდე ადამიანი დაშავდა, 31 კი გარდაიცვალა. ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

დაზარალებულთა შორის ცხრა ამერიკის მოქალაქეა, რომელთაგან ერთ-ერთი 19 წლის მორმონი მისიონერი მეისონ უელსია.

მეისონს თითქმის დაუჯერებელი ისტორია აქვს: როგორც აღმოჩნდა, ბრიუსელის ტერაქტი მისთვის პირველი არ ყოფილა. იგი აქამდე 13 ნოემბერს პარიზის თავდასხმებსა და 15 აპრილს ბოსტონის მარათონსაც გადაურჩა. ამჟამად, მეისონს სხეულის მცირედი დაზიანებები აქვს და ბრიუსელის საავადმყოფოში იმყოფება.

ინტერნეტში უკვე მიმდინარეობს დისკუსია იმის შესახებ, აქვს თუ არა ახალგაზრდას რაიმე კავშირი ტერორისტულ თავდასხმებთან, თუ უბრალოდ ძალიან უიღბლოა. ჯერჯერობით, მეისონი არ დაუკითხავთ და ამ დამთხვევით სამართალდამცავები არ დაინტერესებულან.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით

myquiz