5 მოულოდნელი ადგილი, სადაც მიკრობები ბინადრობენ | Allnews.Ge

5 მოულოდნელი ადგილი, სადაც მიკრობები ბინადრობენ

წარმოგიდგენთ იმ ნივთებსა და ადგილებს, რომლებსაც სუფთად მივიჩნევთ, თუმცა, სინამდვილეში ისინი შეიძლება მიკრობების ნამდვილ საბადოდ იქცნენ:

1. გარეცხილი თეთრეული

როგორც კვლევებმა აჩვენა, საცვლების გარეცხვის შემდეგ სარეცხ მანქანაში ნაწლავის ჩხირი რჩება, რომელიც დიდი ალბათობით, ტანსაცმლის მორიგ პარტიაზე ხვდება.

რა უნდა ვქნათ?

ბაქტერიის მოსაკლავად რეცხვის ტემპერატურა 60 – 65ºC უნდა შეადგენდეს. რადგან სწორედ ამ ტემპერატურაზე მათი განადგურება 15 წუთში ხდება.

2. ავტომობილის პარპრიზი

არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პარპრიზის სარეცხ ბაკში არსებული ბაქტერიები შესაძლოა, პნევმონიას იწვევდეს. ეს ბაქტერია ძირითადად მოხუცებზე და დაბალი იმუნიტეტის მქონე ადამიანებზე მოქმედებს.

რა უნდა ვქნათ?

გამოიყენეთ შუშის გასაწმენდი სპირტიანი საწმენდი.

3. ახალი ტანსაცმელი

ნიუ-იორკის მიკრობილოგიისა და იმუნოლოგიის უნივერსიტეტის კათედრის გამგემ, ფილიპ ტიერნომ, ექსპერიმენტის დროს,  ახალ ნაყიდ ტანსაცმელზე სასუნთქი სისტემიდან და კანიდან გავრცელებული უამრავი ბაქტერია აღმოაჩინა.

რა ვქნათ?

ყოველთვის გარეცხეთ ახალშეძენილი ტანსაცმელი.

4. სიჩქარის მაჩვენებელი ციფერბლატი

მანქანების ტესტირებისას აღმოჩნდა, რომმ სალონში არსებული ყველაზე ბინძური ადგილი ციფერბლატების პანელია. მასზე ბუდოვბენ მიკრობები, რომლებიც კონდიცირების გზოთ მოხვდნენ მანქანაში, ხოლო მზის სითბომ მათ სწრაფად გავრცელებას შეუწყო ხელი.

რა ვქნათ?

კვირაში ერთხელ, პანელი სადეზინფექციო ხსნარით გაწმინდეთ.

5. კონტაქტური ლინზების ჩასადები

ჩინეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კონტაქტური ლინზების ჩასადები კონტეინერების 34% სტაფილოკოკებითაა სავსე, რამაც შესაძლოა თვალის ინფექციური დაავადება გამოიწვიოს.

რა ვქნათ?

ყოველდღიურად გამოცვალეთ კონტეინერში არსებული სითხე და ცხელი წყალით გარეცხეთ. კონტეინერი შეცვალეთ სამ თვეში ერთხელ.

მომზადებულია nat-geo.ru-ს მიხედვით.

myquiz