როგორ გამოიყურებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბერლინი | Allnews.Ge

როგორ გამოიყურებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ბერლინი

ალბათ, რთული წარმოსადგენია როგორი იქნებოდა ბერლინი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. ისტორიულ-დოკუმენტალისტურმა გამოცემამ "ქრონოს მედია", მაღალგანზომილებიანი ფერადი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს 1945 წლის ბერლინს.

ვიდეოში ნაჩვენებია ომისგან განადგურებული ქალაქი ნატყვიარი შენობებით, დასუფთავების სამსახურის ჯგუფებით, ძველი ფასადებითა და გრაფიტით მოხატული სახელმწიფო შენობებით.

როგორც ცნობილია, ვიდეო თავიდანვე ფერადი ვიდეოკამერითაა გადაღებული, მისი ავტორი ამერიკული ავიაციის ფოტოგრაფია, რომლის მიზანსაც  ევროპის უდიდესი ქალაქების ომის შემდეგომი დაზიანებების ჩვენება წარმოადგენდა.