ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა - მოიყოლა 5 სახლი, ევაკუირებულია 38 ოჯახი: დეტალები | Allnews.Ge

ტყიბულში, სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა - მოიყოლა 5 სახლი, ევაკუირებულია 38 ოჯახი: დეტალები

ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ კურ­სებ­ში, მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

ამ წუ­თებ­ში სტი­ქი­ის ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა­დას­ხვა და­ნა­ყო­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ასე­ვე შე­სა­ბა­მი­სი ტექ­ნი­კა.

“მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლე­ბი აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ სა­მუ­შა­ო­ებს და მიმ­დი­ნა­რე­ობს ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­დაყ­ვა­ნის მიზ­ნით.

ამ ეტაპ­ზე და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. მო­ვუ­წო­დებთ სო­ფელ კურ­სებ­ში მყოფ მო­სახ­ლე­ო­ბას, თავი შე­ი­კა­ვონ გა­და­ად­გი­ლე­ბის­გან და და­ე­მორ­ჩი­ლონ ად­გილ­ზე მყოფ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­თი­თე­ბებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

tyibuli-meckeri-1773298819.jpg

ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის გან­ცხა­დე­ბით, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად შე­დე­გად სო­ფელ კურ­სებ­ში, ბე­რო­ძე­ე­ბი­სა და გო­გო­ლაშ­ვი­ლე­ბის უბან­ში 5 სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­ინ­გრა. მომ­ხდარს მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

“მე­წყრუ­ლი ზო­ნი­დან 38 ოჯა­ხის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. და­შა­ვე­ბუ­ლი არა­ვი­ნაა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის სას­ტუმ­რო­ებ­ში გან­თავ­სე­ბას ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რია უზ­რუნ­ველ­ყოფს.

სტი­ქი­ის ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან იმე­რეთ­ში სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი ლე­ვან ზალ­კა­ლი­ა­ნი, ტყი­ბუ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერი და­ვით კუბ­ლაშ­ვი­ლი და მხა­რი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მე­წყრულ ზო­ნა­ში მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის იმე­რე­თის სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლოს ჯგუ­ფე­ბი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი.

შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მოქ­მე­დებს ცხე­ლი ხაზი:

  • 599273250
  • 574228102

ამას­თან, მე­წყე­რის გამო, ქუ­თა­ი­სი(მო­წა­მე­თა)-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის გზის მე-6 კმ-ზე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა დრო­ე­ბით აკ­რძა­ლუ­ლია.“ში­და­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სი(მო­წა­მე­თა)-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მე-6 კმ-ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გამო, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი. რის გა­მოც, აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე, დრო­ე­ბით იკ­რძა­ლე­ბა ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა.

და­კეტვის პე­რი­ოდ­ში, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი იმოძ­რა­ვებს სო­ფელ მა­ღა­როს გავ­ლით, ად­გი­ლობ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გა­მო­ყე­ნე­ბით,“ - ავ­რცე­ლებს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი.