პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - საქმეში ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბუსა ჟვანიაც ფიგურირებს: დეტალები | Allnews.Ge

პროკურატურამ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გახსნა - საქმეში ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბუსა ჟვანიაც ფიგურირებს: დეტალები

თბი­ლი­სის პრო­კუ­რო­რის, გი­ორ­გი მი­ქა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნა.

  • მისი თქმით, პრო­კუ­რა­ტუ­რა ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე გუ­რამ კა­კუ­ლი­ას, და­ვით კა­კუ­ლი­ას და ბე­სა­რი­ონ (ბუსა) ჟვა­ნი­ას ბრალ­დე­ბას წა­რუდ­გენს.

"ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე გახ­სნი­ლია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე გუ­რამ კა­კუ­ლი­ას, და­ვით კა­კუ­ლი­ას და ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას მი­მართ ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა გა­მო­ი­ტა­ნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ძმებ­მა გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, გია კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის და კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში მათი ავ­ტო­რი­ტე­ტის გამ­ყა­რე­ბის მიზ­ნით, ამ უკა­ნას­კნე­ლის შვი­ლის ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით, მკვლე­ლო­ბა გა­ნიზ­რა­ხეს. ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის მამა, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი, და­ვით კა­კუ­ლია 2001 წლის 25 აგ­ვის­ტოს ქ.მოს­კოვ­ში მოკ­ლეს, რა­ზეც კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში და ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ვით კა­კუ­ლი­ას მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თი თით­ქოს­და გია კვა­რა­ცხე­ლია იყო.

გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­მა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით მკვლე­ლო­ბის გან­ზრახ­ვა მათ მე­გო­ბარს ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას გა­ან­დეს და შე­თან­ხმდნენ მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა. ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ამ და­ი­წყო და­ნა­შა­უ­ლის ამსრუ­ლებ­ლის მო­ძი­ე­ბა, რა მიზ­ნი­თაც იგი მის ნაც­ნო­ბებს ალე­კო ჭე­ლი­ძეს და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და, შეს­თა­ვა­ზა მათ ძმე­ბი კა­კუ­ლი­ე­ბის შეკ­ვე­თით მო­ეხ­დი­ნათ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბა, რა­ზე­დაც ისი­ნი და­თან­ხმდნენ. ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას ორ­გა­ნი­ზე­ბით, 2021 წლის ივ­ლის­სა და აგ­ვის­ტო­ში სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­ემ­გზავრნენ ამა­ვე ქვე­ყა­ნა­ში მყო­ფი მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებ­თან გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებ­თან შე­სახ­ვედ­რად, სა­დაც ისი­ნი მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბელ მი­თი­თე­ბებს გას­ცემ­დნენ.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით, და­ვით და გუ­რამ კა­კუ­ლი­ებ­მა 2021 წლის სექ­ტემ­ბრის და­სა­წყის­ში უკა­ნო­ნოდ გად­მოკ­ვე­თეს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვა­რი, რაც ცნო­ბი­ლი იყო ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას­თვის, რო­მელ­მაც ისი­ნი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გამზ. N78-ში მდე­ბა­რე მი­სი­ვე ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ სახ­ლში და­ა­ბი­ნა­ვა. აღ­ნიშ­ნულ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სის­ტე­მა­ტუ­რად მი­დი­ოდ­ნენ ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე. მათ, ძმებ­მა კა­კუ­ლი­ებ­მა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბის დროს მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სათ­ვის გან­კუთ­ვნი­ლი „რედ­მის“ მო­დე­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი გა­დას­ცეს.

ალე­კო ჭე­ლი­ძემ და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძემ თა­ვის მხრივ, მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ი­ძი­ნეს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად გან­კუთ­ვნი­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და ვაზ­ნე­ბი. ასე­ვე, და­ად­გი­ნეს ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თი და ყო­ველ­დღი­უ­რი თვალ­თვა­ლით სწავ­ლობ­დნენ მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის დე­ტა­ლებს.

2021 წლის 14 სექ­ტემ­ბერს გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძემ და ალე­კო ჭე­ლი­ძემ იქი­რა­ვეს „ჰი­უნ­დაი ელანტრას“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი და და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად მო­ემ­ზად­ნენ.

2021 წლის 15 სექ­ტემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით 16 სა­ათ­ზე და 20 წუთ­ზე, გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე და ალე­კო ჭე­ლი­ძე და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი „ჰი­უნ­დაი ელანტრას“ მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით მი­ვიდ­ნენ თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და პი­რად საქ­მე­ზე მყოფ ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას ჩა­უ­საფ­რდნენ. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ალე­კო ჭე­ლი­ძემ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე ეს­რო­ლა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას. ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლია თავ­დამ­სხმე­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მიზ­ნით გაქ­ცე­ვას შე­ე­ცა­და, თუმ­ცა ალე­კო ჭე­ლი­ძე და­ე­დევ­ნა მას და კვლავ გა­ნაგ­რძო მისი მი­მარ­თუ­ლე­ბით სრო­ლა, რი­თაც სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ხი­ფა­თო ჯან­მრთე­ლო­ბის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა. სრო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მალ­ნენ ამ უკა­ნას­კნე­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი ავ­ტო­მო­ბი­ლით. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ­მა პი­რებ­მა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლია სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად იგი იმა­ვე დღეს გარ­და­იც­ვა­ლა.და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ალე­კო ჭე­ლი­ძემ და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძემ მკვლე­ლო­ბის შემ­კვე­თებს, გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ებს ტე­ლე­ფო­ნით აც­ნო­ბეს მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, რის შემ­დე­გაც ძმებ­მა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­ტო­ვეს მათი დრო­ე­ბი­თი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას ოჯა­ხის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სახ­ლი, ასე­ვე, გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე ტაქ­სის მძღო­ლის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­და ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას და სა­უბ­რის დროს მი­ა­ნიშ­ნა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე გუ­რამ კა­კუ­ლი­ას, და­ვით კა­კუ­ლი­ას და ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას ბრალ­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 25, 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ და მე-3 ნა­წი­ლის „გ“ ქვე­პუნ­ქტით წა­რუდ­გენს, (2021 წელს მოქ­მე­დი რე­დაქ­ცი­ით) რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 20 წლამ­დე, ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ალე­კო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის, ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვის და ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად შე­ფარ­დე­ბუ­ლი აქვთ 17 და 16 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.

ნი­კო­ლოზ კვა­რა­ცხე­ლი­ას შეკ­ვე­თით ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი გუ­რამ და და­ვით კა­კუ­ლი­ე­ბი მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი არი­ან და პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან სხვა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ ძმებ­მა კა­კუ­ლი­ებ­მა 2022 წელს არა­ყიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გას­რო­ლის შე­დე­გად ერთი პირი დაჭ­რეს და აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე 9-9 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბულ ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ას­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს.

ბე­სა­რი­ონ ჟვა­ნი­ა­ზე კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­მო­ცხად­დე­ბა ძებ­ნა.

სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, და­ნა­შა­ულ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით", - გა­ნა­ცხა­და მი­ქა­ი­ამ.