ზოგიერთ შემთხვევაში, ვენახის გასაშენებლად თანხმობა იქნება საჭირო დაგჭირდებათ - ვის შეეხება ცვლილება და რას გულისხმობს “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონი | Allnews.Ge

ზოგიერთ შემთხვევაში, ვენახის გასაშენებლად თანხმობა იქნება საჭირო დაგჭირდებათ - ვის შეეხება ცვლილება და რას გულისხმობს “ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონი

ვე­ნა­ხის სა­მე­წარ­მეო მიზ­ნით გა­შე­ნე­ბას თან­ხმო­ბა დას­ჭირ­დე­ბა. თან­ხმო­ბას ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გას­ცემს.

"თან­ხმო­ბა ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა­ზე“ - ეს ცნე­ბა "ვა­ზი­სა და ღვი­ნის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში შე­მო­დის, რაც თა­ვის მხრივ, გუ­ლის­ხმობს ღვი­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ ფი­ზი­კუ­რი ან იუ­რი­დი­ულ პი­რის­თვის სა­მე­წარ­მეო ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბის უფ­ლე­ბის მი­ცე­მას და შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მას. ინი­ცი­ა­ტი­ვა მთავ­რო­ბამ მო­ამ­ზა­და და გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენტს უკვე წა­რუდ­გი­ნა.

  • შე­სა­ბა­მი­სად, კა­ნო­ნის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, სა­მე­წარ­მეო ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბა მხო­ლოდ სა­ა­გენ­ტოს მიერ გა­ცე­მუ­ლი თან­ხმო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი.

გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ბრძა­ნე­ბას “სა­მე­წარ­მეო ვე­ნა­ხის გა­შე­ნე­ბის წე­სის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ“ 2026 წლის 1-ელ მარ­ტამ­დე გა­მოს­ცემს.

  • კი­დევ ერთი სი­ახ­ლე არის ის, რომ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­სე­ბის აღ­რი­ცხვი­სა და სა­ა­გენ­ტოს­თვის შე­ტყო­ბი­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა წარ­მო­ეშ­ვე­ბა ღვი­ნის ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას, მათ შო­რის ღვი­ნის იმ მწარ­მო­ებ­ლებ­საც, რო­მელ­თა მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი ღვი­ნის რე­ა­ლი­ზა­ცია წე­ლი­წად­ში ჯა­მუ­რად 1500 ლიტრს არ აღე­მა­ტე­ბა.

გარ­და ამი­სა, "ვა­ზი­სა და ღვი­ნის შე­სა­ხებ“ მოქ­მე­დი კა­ნო­ნით, ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნის და სპირ­ტი­ა­ნი სასმლის წარ­მო­ე­ბი­სას და­საშ­ვე­ბია 15%-მდე იმ ყუ­რძნის გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც მოყ­ვა­ნი­ლია მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის იმა­ვე ზო­ნის სხვა ქვე­ზო­ნის ან სხვა მიკ­რო­ზო­ნის ფარ­გლებ­ში ვა­ზის იმა­ვე ჯი­შის­გან ან მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სი ზო­ნის­თვის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი ვა­ზის იმა­ვე ფე­რის სხვა ჯი­შის­გან, თუ ეს არ არის შე­ზღუ­დუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი და­ცუ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის და­სა­ხე­ლე­ბის ღვი­ნის/სპირ­ტი­ა­ნი სასმლის წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კა­ცი­ით. პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, კა­ნო­ნი­დან შე­სა­ბა­მი­სი მუხ­ლე­ბი ამო­დის.

რო­გორც მთავ­რო­ბა გან­მარ­ტავს, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ გა­შე­ნე­ბუ­ლი ვე­ნა­ხე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ყუ­რძნის მო­სავ­ლი­ა­ნო­ბაც გა­ი­ზარ­და, და­ცუ­ლი ად­გილ­წარ­მო­შო­ბის ღვი­ნი­სა და სპირ­ტი­ა­ნი სასმლის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ წარ­მო­ე­ბა მხო­ლოდ ამ ღვი­ნის ან სპირ­ტი­ა­ნი სასმლის წარ­მო­ე­ბის სპე­ცი­ფი­კა­ცი­ა­ში გან­სა­ზღვრულ მიკ­რო­ზო­ნა­ში მო­წე­უ­ლი ყუ­რძნის­გან გან­ხორ­ცი­ელ­დეს.