ოქროს ზოდები, 7 მილიონი დოლარი და სხვა ძვირფასეულობა - რა ამოიღო სუს-მა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან (ფოტო/ვიდეო) | Allnews.Ge

ოქროს ზოდები, 7 მილიონი დოლარი და სხვა ძვირფასეულობა - რა ამოიღო სუს-მა ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან (ფოტო/ვიდეო)

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი გუ­შინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს და გან­მარ­ტავს, რომ გა­ი­ჩხრი­კა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის, მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლის, ვანო და თორ­ნი­კე პარ­კა­უ­ლე­ბის, სან­დრო ლი­ლუ­აშ­ვი­ლის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი.

შე­დე­გად, სუს-ის გან­ცხა­დე­ბით, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ნაღ­დი ფული, ჯამ­ში 7 მლნ 2 200 აშშ დო­ლა­რი­სა და 136 ათა­სი ლა­რის ოდე­ნო­ბით, 198 ერ­თე­უ­ლი ძვირ­ფა­სი ნა­კე­თო­ბა.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­მა­ტე­ბით მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას გუ­შინ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კომ­პლექ­სუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ.

რო­გორც თქვენ­თვის უკვე ცნო­ბი­ლია, გუ­შინ, დი­ლის 10:00 სა­ა­თი­დან, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­ი­ჩხრი­კა 24 ბინა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი. ასე­ვე ჩა­ტარ­და პი­რა­დი ჩხრე­კე­ბი. ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­და რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე დე­დოფ­ლის­წყა­როს, ვა­ნის, ჩო­ხა­ტა­უ­რი­სა და ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნებ­ში. გა­ი­ჩხრი­კა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის, რო­მეო მი­ქა­უ­ტა­ძის, მი­ხე­ილ ჩო­ხე­ლის, ვანო და თორ­ნი­კე პარ­კა­უ­ლე­ბის, ან­დრია (იგი­ვე სან­დრო) ლი­ლუ­აშ­ვი­ლის და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რი­სა და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 230-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლი.

fuli-66406-1760881363.jpg

ajdh-66491-1760881377.jpg

შე­დე­გად, სხვა­დას­ხვა ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბუ­ლია ნაღ­დი ფული, სა­ერ­თო ჯამ­ში 7 002 200 აშშ დო­ლა­რი­სა და 136 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, 198 ერ­თე­უ­ლი ძვირ­ფა­სი ნა­კე­თო­ბა და სა­ა­თი, ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნა­ხა­ტე­ბი, დო­კუ­მენ­ტა­ცია რამ­დე­ნი­მე ათას ფურ­ცლად, 50 ერ­თე­უ­ლი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი და 119 ერ­თე­უ­ლი ელექტრო მო­წყო­ბი­ლო­ბა.

djj-66403-1760881398.jpg

ამ­ჟა­მად, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად, ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ხსე­ნე­ბულ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­სა და ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეს­წავ­ლა-და­მუ­შა­ვე­ბა.

ასე­ვე, ამო­ღე­ბუ­ლი ნაღ­დი ფუ­ლის რე­ა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბის დად­გე­ნა, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბა და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით შემ­დგო­მი სა­გა­მო­ძი­ე­ბო-ოპე­რა­ტი­უ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის და­გეგ­მვა და შე­სა­ბა­მის პირ­თა მი­მართ სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა“,- გა­ნა­ცხა­დეს სუს-ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

sdj-66493-1760881429.jpg