გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი, რა ელით სტუდენტებს, რომლებსაც ევროპაში სწავლის გაგრძელება სურთ და სხვა დეტალები - პასუხი განათლების მოსალოდნელი რეფორმის ყველა კითხვაზე | Allnews.Ge

გაუქმდება თუ არა მე-12 კლასი, რა ელით სტუდენტებს, რომლებსაც ევროპაში სწავლის გაგრძელება სურთ და სხვა დეტალები - პასუხი განათლების მოსალოდნელი რეფორმის ყველა კითხვაზე

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მა წა­რად­გი­ნა. მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ 7 ძი­რი­თად გა­მოწ­ვე­ვა­ზე ისა­უბ­რა, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზე რე­ფორ­მის ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბი გა­ნი­სა­ზღვრა და აღ­ნიშ­ნა, რომ დო­კუ­მენ­ტი სა­ბო­ლოო სა­ხეს სა­ჯა­რო გან­ხილ­ვე­ბის შემ­დეგ მი­ი­ღებს.

  • რაც შე­ე­ხე­ბა სწავ­ლე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბას, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის თქმით, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, გა­მო­ნაკ­ლი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბის გარ­და, და­ი­ნერ­გოს 3+1 სის­ტე­მა, სა­დაც 3 წელი და­ეთ­მო­ბა ბა­კა­ლავ­რი­ატს და 1 წელი და­ეთ­მო­ბა მა­გის­ტრა­ტუ­რას.

"სამი წელი არის სავ­სე­ბით საკ­მა­რი­სი თით­ქმის ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლო­ბის­თვის. რა თქმა უნდა, მე­დი­ცი­ნა და მსგავ­სი სპე­ცი­ა­ლო­ბე­ბი არის გა­მო­ნაკ­ლი­სი. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში, არის შე­საძ­ლე­ბე­ლი სამ წე­ლი­წად­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა და ერთ წე­ლი­წად­ში მა­გის­ტრა­ტუ­რის დო­ნის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა. ასე­ვე, ცოტა ხან­ში ვგეგ­მავთ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც გარ­კვე­უ­ლი გეგ­მე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ას და ვფიქ­რობთ, რომ სკო­ლე­ბის ნა­წილ­შიც უნდა გა­და­ვი­დეთ 11-წლი­ან სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ზე, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო," - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­ლე­ვე მოჰ­ყვა გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კრი­ტი­კა. მათი თქმით, "11 წელი სკო­ლა­ში და 3+1 ბა­კა­ლავ­რი სხვა ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბა აღარ იქ­ნე­ბა თავ­სე­ბა­დი ევ­რო­პის და აშშ- ს უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან".

"გუ­შინ­დე­ლი კო­ბა­ხი­ძეს გან­ცხა­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბის ახალ რე­ფორ­მა­ზე, 2024 წლის 28 ნო­ემ­ბრის ანტი ევ­რო­პულ გან­ცხა­დე­ბას უტოლ­დე­ბა ! ამ ჯერ­ზე არა მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის­გან, არა­მედ ევ­რო­პულ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­გან გვთი­შავს !!!!!3+1-ს უმაღ­ლეს სას­წავ­ლო სის­ტე­მის ციკლზე გა­დას­ვლა (ბო­ლო­ნი­ის პრო­ცე­სის 3+2+3 ს სა­ნაც­ვლოდ), ამას ნიშ­ნავს!სა­ქარ­თვე­ლო ბო­ლო­ნის პრო­ცე­სი­დან გა­მო­დის (რო­მელ­შიც გა­წევ­რი­ა­ნე­ბამ ოცი წლის წინ გა­ნა­პი­რო­ბა ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის უმაღ­ლეს ევ­რო­პულ სას­წავ­ლებ­ლებ­ში მი­ღე­ბა და მათი წარ­მა­ტე­ბა), ეკ­ვი­ვა­ლენ­ტე­ბის და­კარ­გვას, ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლო სივ­რცი­დან (EHEA) გა­მოს­ვლას ….აბა თქვენ იცით! გო­რე­ლი პე­და­გო­გე­ბი აგ­ზავ­ნეთ რუ­სეთ­ში და თქვე­ნი შვი­ლე­ბი კი უძ­ვი­რეს თბი­ლი­სის ევ­რო­პულ სკო­ლებ­ში და შემ­დეგ კერ­ძო ამე­რი­კულ თუ ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში!" - წერს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ხუ­თე პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

  • დღეს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კი­დევ ერთი გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა: კო­ბა­ხი­ძის გან­მარ­ტე­ბით, ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ სტუ­დენ­ტმა გა­ნათ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღოს, ამას­თან, პრე­მი­ერ­მა იმ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა სურთ ალ­ტერ­ნა­ტი­ვად ქვეყ­ნი­დან წას­ვლა, მე­თორ­მე­ტე კლა­სის სხვა ქვე­ყა­ნა­ში დას­რუ­ლე­ბა და შემ­დეგ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ბა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

"რაც შე­ე­ხე­ბა უცხო­ეთ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის სურ­ვილს, ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა და ეს ქვეყ­ნის პრი­ო­რი­ტე­ტია, რომ ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღოს მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა და სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა რე­ფორ­მის ის გეგ­მა, რო­მე­ლიც ჩვენ წარ­მო­ვად­გი­ნეთ. ჩვენ გვინ­და 3-4 წე­ლი­წად­ში თვი­სობ­რი­ვად ავა­მაღ­ლოთ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტებ­მა არ­სე­ბი­თად გა­ნათ­ლე­ბა უნდა მი­ი­ღონ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ მოს­წავ­ლეს სურს სა­ზღვარ­გა­რეთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა, სა­სურ­ვე­ლი ზო­გა­დად არ არის, რომ პირ­ვე­ლი­ვე კურ­სი­დან უცხო­ეთ­ში გა­ნაგ­რძოს სწავ­ლა მოს­წავ­ლემ, შემ­დეგ სტუ­დენ­ტმა, თუმ­ცა თუ ამი­სი სურ­ვი­ლი არ­სე­ბობს, ამის­თვის იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი ყვე­ლა­ნა­ი­რი პი­რო­ბა, მათ შო­რის, ჩვენც შე­იძ­ლე­ბა ვიზ­რუ­ნოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­თორ­მე­ტე კლა­სის და­მა­ტე­ბა­ზე სა­გან­გე­ბოდ სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ სკო­ლებ­ში თუ არა­და ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არის ის, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ წავა მოს­წავ­ლე, იქ და­ამ­თავ­რებს მე­თორ­მე­ტე კლასს და თუ აქვს სურ­ვი­ლი, გა­აგ­რძე­ლებს პირ­ვე­ლი კურ­სი­დან სწავ­ლას სა­ზღვარ­გა­რეთ. მაგ­რამ ნე­ბის­მი­ე­რი ღირ­სე­უ­ლი ქვეყ­ნის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი უნდა იყოს ის, რომ სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში მი­ი­ღოს სტუ­დენ­ტმა მა­ღა­ლი დო­ნის გა­ნათ­ლე­ბა და ჩვე­ნი კონ­ცეფ­ცია არის თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ამა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, გა­და­წყვე­ტი­ლი არის თუ არა მე­თორ­მე­ტე კლა­სის გა­უქ­მე­ბა, კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა სა­კი­თხზე შედ­გე­ბა ჯან­სა­ღი დის­კუ­სია.

"ჩვენ ყვე­ლა თე­მა­ზე გვექ­ნე­ბა მსჯე­ლო­ბა, თუ რა­ი­მე არის და­სახ­ვე­წი, რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფერ­ზე მზად ვართ, მთა­ვა­რია, რომ შედ­გეს ჯან­სა­ღი დის­კუ­სია ყვე­ლა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. იგი­ვე მე­თორ­მე­ტე კლა­სის სა­კი­თხი რომ ავი­ღოთ, დღეს პრაქ­ტი­კუ­ლად მე­თორ­მე­ტე კლას­ში არ და­დი­ან ბავ­შვე­ბი სკო­ლა­ში, იმი­ტომ, რომ მათ ურ­ჩევ­ნი­ათ მო­ემ­ზა­დონ მი­სა­ღე­ბი გა­მოც­დე­ბის­თვის. ერთ-ერთი პრობ­ლე­მა არის ის, რომ სა­ერ­თოდ არ არის მორ­გე­ბუ­ლი ბოლო კლა­სე­ბის სას­წავ­ლო პროგ­რა­მა მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე და ასეთ პი­რო­ბებ­ში არ უღირთ მოს­წავ­ლე­ებს სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა შე­იც­ვა­ლოს, ნაც­ვლად იმი­სა, რომ სა­ერ­თოდ არ ია­რონ ბოლო კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­ებ­მა სკო­ლებ­ში, ჩვენ გვჭირ­დე­ბა ჯან­სა­ღი პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც თა­ვი­დან ბო­ლომ­დე იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი მოს­წავ­ლის ობი­ექ­ტურ ინ­ტე­რე­სებ­ზე.“- გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

  • ასე­ვე დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა იმ ნა­წილს, სა­დაც ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ხაზი გა­უს­ვა პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­წეს­რი­გე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მო­მუ­შა­ვე სრუ­ლი პრო­ფე­სო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 10 ათა­სი ლარი უნდა იყოს. ასე­ვე "ერთი ქა­ლა­ქი - ერთი ფა­კულ­ტე­ტის" პრინ­ცი­პის დამ­კვიდ­რე­ბა­ზე.

"თბი­ლი­სი რომ ავი­ღოთ პირ­ველ რიგ­ში, თბი­ლის­ში ერთი ფა­კულ­ტე­ტი იქ­ნე­ბა შექ­მნი­ლი მხო­ლოდ ერთ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, ეს გა­მო­იწ­ვევს რე­ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას და ფა­კულ­ტე­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბას უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის. ეს გა­და­ნა­წი­ლე­ბა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი ფუნ­ქცი­ე­ბი­სა და მათი ის­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, სტუ­დენ­ტე­ბის­თვის იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დი. ვინც სწავ­ლობს კონ­კრე­ტულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, მას ექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ამ­თავ­როს ის შე­სა­ბა­მი­სი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, შე­სა­ბა­მი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით. ძალ­და­ტა­ნე­ბით, რა თქმა უნდა, არა­ვი­თა­რი ცვლი­ლე­ბა არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ერ­თა­დერ­თი, სტუ­დენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აირ­ჩი­ონ მო­ბი­ლო­ბის წე­სით სხვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­დას­ვლა. გარ­და­მა­ვა­ლი ეტა­პი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის იქ­ნე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი. პა­ტივს ვცემთ თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის არ­ჩე­ვანს...

დღეს თუ სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა არის 2 ათა­სი ლარი, უმაღ­ლე­სი რან­გის პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის ვფიქ­რობთ, რომ სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მო­მუ­შა­ვე სრუ­ლი პრო­ფე­სო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა უნდა იყოს 10 ათა­სი ლარი, რა­საც უნდა და­ე­მა­ტოს ჰო­ნო­რა­რე­ბი, რა­საც პრო­ფე­სო­რე­ბი მი­ი­ღე­ბენ სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის რო­გო­რიც არის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა, სტა­ტი­ე­ბის მომ­ზა­დე­ბა და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს ხა­რის­ხის თვი­სებ­რი­ვად ამაღ­ლე­ბას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა პე­და­გო­გებს, მათ შე­იძ­ლე­ბა, ჰქონ­დეთ კონ­კრე­ტუ­ლი სტა­ტუ­სე­ბი, მაგ­რამ ისი­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში უნდა იყ­ვნენ და­საქ­მე­ბუ­ლი სა­ა­თობ­რივ სა­წყი­სებ­ზე და ბევ­რად უფრო მცი­რე ანა­ზღა­უ­რე­ბით. აქ­ცენ­ტი უნდა გა­კეთ­დეს სრულ გა­ნაკ­ვეთ­ზე მო­მუ­შა­ვე პრო­ფე­სო­რებ­ზე. რაც შე­ე­ხე­ბა დე­ფი­ცი­ტურ მი­მარ­თუ­ლე­ბებს, ჩვენ მო­ვამ­ზა­დებთ მო­ნა­ცემ­თა ბა­ზას, გან­ვსა­ზღვრავთ, ზუს­ტად რა მი­მარ­თუ­ლე­ბით გვჭირ­დე­ბა უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის ჩა­მოყ­ვა­ნა და მთლი­ა­ნად შე­ივ­სე­ბა ეს ვა­კუ­უ­მი, რო­მე­ლიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქვს ქვე­ყა­ნას", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

იუ­რის­ტი საბა ბრაჭ­ვე­ლი წერს, რომ რიგი პრო­ფე­სო­რე­ბის­თვის ხელ­ფა­სის ზრდა, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პერ­სო­ნა­ლის დიდი შემ­ცი­რე­ბის ხარ­ჯზე მოხ­დე­ბა.

"სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის პრე­ზენ­ტა­ცია, პრო­პა­გან­დის წე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ვე­ლი შე­დე­გის ფრი­ა­ლით და­ი­წყეს - პრო­ფე­სო­რის ხელ­ფა­სი 10 ათა­სი ლარი გახ­დე­ბაო. ზო­გი­ერ­თმა კარ­გმა მე­დი­ა­მაც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს აი­ტა­ცა და გა­ა­შუ­ქა. თუ ამ შე­დე­გის გა­მომ­წვევ მი­ზე­ზებს ჩავ­ყვე­ბით, ვნა­ხავთ, რომ და­გეგ­მი­ლია სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პერ­სო­ნა­ლის დიდი შემ­ცი­რე­ბა და წმენ­და. ჰა­ერ­ზე კი არ იზ­რდე­ბა რამე - პრო­ფე­სო­რე­ბის ად­გი­ლე­ბის გა­მო­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხარ­ჯზე გა­იზ­რდე­ბა დარ­ჩე­ნი­ლე­ბის ხელ­ფა­სი. ად­გი­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ მათ კარგ შემ­თხვე­ვა­ში - პა­სი­უ­რი დუ­მი­ლი, უფრო სა­ვა­რა­უ­დოდ კი - აქ­ტი­უ­რი მორ­ჩი­ლე­ბა მო­უ­წევთ. თა­ვი­ან­თი პრო­პა­გან­დის­ტე­ბის და­სა­საქ­მებ­ლა­დაც კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა. მით უმე­ტეს, რომ სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტებს უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბის მოწ­ვე­ვაც აეკ­რძა­ლე­ბათ. ფა­კულ­ტე­ტე­ბის და პრო­ფე­სუ­რის შემ­ცი­რე­ბა ასე­ვე ნიშ­ნავს სტუ­დენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის დონე ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ახლა შვე­ლას სა­ჭი­რო­ებს, მალე კი - საშ­ვე­ლიც აღა­რა­ფე­რი იქ­ნე­ბა, რად­გან თა­ვად უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა გახ­დე­ბა იშ­ვი­ა­თო­ბა".

წყარო