საქართველოში რეგისტრირებულ ქორწინებათა რაოდენობა 20-წლიან მინიმუმზეა, განქორწინება - ისტორიულ მაქსიმუმზე
საქართველოში რეგისტრირებული ქორწინებათა რაოდენობა 20-წლიან მინიმუმზეა. საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში 21 653 ქორწინება დარეგისტრირდა, რაც, პანდემიამდელ პერიოდს თუ არ ჩავთვლით, 2005 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. 2005 წელს 18 012 ქორწინება გაფორმდა, მას შემდეგ კი ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდი იყო.
ქორწინების ბოლო 3 წლის სტატისტიკა კი ასე გამოიყურება:
-
2022 წელი - 26 048
-
2023 წელი - 22 275
-
2024 წელი - 21 653
ამასთან, ბოლო 3 წლის განმავლობაში რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა ფაქტობრივად, ისტორიულ მაქსიმუმს ინარჩუნებს. 2024 წელს 13 520 განქორწინება დარეგისტრირდა, 2023 წელს - 13 664 და 2022 წელს - 14 098 განქორწინება გაფორმდა. აღსანიშნვია, რომ 1994 წელს, რა პერიოდიდანაც საქსტატზე აღნიშნული მონაცემის გამოქვეყნება დაიყო, საქართველოში მხოლოდ 3 089 განქორწინება დარეგისტრირდა. მას შემდეგ კი მონაცემი მიდმივად იზრდება და ისტორიულ მაქსიმუმს -14 098-ს 2022 წელს მიაღწია.