პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო | Allnews.Ge

პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა - რა ინფორმაციას ავრცელებს ჯანდაცვის სამინისტრო

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის ბრძა­ნე­ბა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბით, პენ­სი­ის გა­ცე­მის პრო­ცე­სი გა­მარ­ტივ­და. კერ­ძოდ, პენ­სი­ო­ნერს, გარ­კვე­უ­ლი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო მო­ნა­ცე­მე­ბის უზუს­ტო­ბის გამო, პენ­სია აღარ შე­უ­ჩერ­დე­ბა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, მა­ნამ­დე არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, თუ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა­სა და სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ბა­ზას შო­რის რა­ი­მე შე­უ­სა­ბა­მო­ბა ფიქ­სირ­დე­ბო­და, პენ­სი­ის გა­ცე­მა ჩერ­დე­ბო­და, სა­ნამ მო­ქა­ლა­ქე ახალ დო­კუ­მენტს არ წა­რად­გენ­და.

„ცვლი­ლე­ბით კი, პენ­სი­ის შე­ჩე­რე­ბა მოხ­დე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ და­ემ­თხვე­ვა პი­რა­დი ნო­მე­რი, და­ბა­დე­ბის წელი და თვე. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და­ეყ­რდნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცე­მებს და პენ­სი­ო­ნე­რე­ბი კუთ­ვნილ პენ­სი­ას, შე­ფერ­ხე­ბი­სა და ზედ­მე­ტი ბი­უ­როკ­რა­ტი­ის გა­რე­შე მი­ი­ღე­ბენ.

ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად, ყო­ველ­თვი­უ­რად, 1000-მდე პენ­სი­ო­ნე­რი შეძ­ლებს პენ­სი­ის მი­ღე­ბას და­მა­ტე­ბი­თი პრო­ცე­დუ­რე­ბის გა­რე­შე. მათ აღარ დას­ჭირ­დე­ბათ სა­ა­გენ­ტოს სერ­ვის­ცენ­ტრში ან „ლი­ბერ­თი ბან­კში“ ვი­ზი­ტი პენ­სი­ის გა­ნახ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.