ლიეტუვამ სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა- სია იხილეთ ბმულზე | Allnews.Ge

ლიეტუვამ სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა- სია იხილეთ ბმულზე

ლიეტუვამ სანქციები საქართველოს კიდევ 10 მოქალაქეს დაუწესა. აღნიშნულ პირებს ლიეტუვაში შესვლა ეკრძალებათ.

ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემის მიხედვით სანქციები დაუწესდათ:

· მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს,

· მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას,

· მოსამართლე ირაკლი შვანგირაძეს,

· პროკურორ მარი მეშველიანს,

· პროკურორ ნათია ტატიაშვილს,

· აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს სულხან თამაზაშვილს,

· პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხს,

· პარლამენტის წევრ ნინო წილოსანს,

· ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელ რაჟდენ კუპრაშვილს,

· მოსამართლე ვიქტორ მეტრეველს.

საერთო ჯამში, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის ვებგვერდის საძიებო სისტემაში სულ საქართველოს 112 მოქალაქე იძებნება, რომელთა წინააღმდეგაც სავიზო შეზღუდვები მოქმედებს.