ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის - 8 რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობასაც უვიზო რეჟიმის შეწყვეტა მოჰყვება | Allnews.Ge

ევროკომისია მაკა ბოჭორიშვილს წერილს უგზავნის - 8 რეკომენდაცია, რომლის შეუსრულებლობასაც უვიზო რეჟიმის შეწყვეტა მოჰყვება

ევ­რო­კო­მი­სი­ის მიგ­რა­ცი­ის და სა­ში­ნაო საქ­მე­თა გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რა­ტის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ბე­ა­ტე გმინ­დე­რი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს წე­რილს უგ­ზავ­ნის, სა­დაც მო­თხოვ­ნი­ლია, რომ კო­მი­სი­ას მი­ე­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ან სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბის მი­ღე­ბას კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კო­მი­სი­ის ან­გა­რიშ­ში ხაზ­გას­მუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მიერ ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი, მათ შო­რის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვის პრინ­ცი­პის დარ­ღვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა შე­სა­ბა­მის ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. შე­დე­გად, კო­მი­სი­ამ გა­მოს­ცა არა­ერ­თი რე­კო­მენ­და­ცია. მათ შო­რი­საა მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი, გა­ა­უქ­მოს კა­ნო­ნი "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი "ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის“ შე­სა­ხებ, ასე­ვე შე­ი­ტა­ნოს ცვლი­ლე­ბე­ბი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ეროვ­ნულ სტრა­ტე­გი­ა­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ლგბტქ პირ­თა უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი დაც­ვა.

"თქვე­ნი მთავ­რო­ბის მხრი­დან უმოქ­მე­დო­ბის სა­პა­სუ­ხოდ, 2025 წლის იან­ვარ­ში, ევ­რო­კავ­შირ­მა გა­და­წყვი­ტა ნა­წი­ლობ­რივ შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ვი­ზის გა­ცე­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა და გა­ე­უქ­მე­ბი­ნა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის უვი­ზო მი­მოს­ვლა.შე­სა­ბა­მი­სად, მას შემ­დეგ თორ­მეტ­მა წევ­რმა სა­ხელ­მწი­ფომ და­ა­წე­სა ვი­ზის მო­თხოვ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბე­ლის­თვის. ამას ნა­ბიჯს წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბიც მიჰ­ყვე­ბი­ან.

მსურს, გთხო­ვოთ, მი­ა­წო­დოთ კო­მი­სი­ას ინ­ფორ­მა­ცია ამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის შე­სა­ხებ და თუ ეს უკვე არ გა­კე­თე­ბუ­ლა, მი­ი­ღოთ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი კო­მი­სი­ის ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში წა­მოჭ­რი­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კონ­სტრუქ­ცი­უ­ლად უპა­სუ­ხებს და მი­ი­ღებს სა­ჭი­რო ზო­მებს კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სრუ­ლად შე­სას­რუ­ლებ­ლად. კო­მი­სია შე­ა­ფა­სებს რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ვი­ზე­ბის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შემ­დე­გი ან­გა­რი­შის კონ­ტექ­სტში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

წე­რილ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ ამ შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, კო­მი­სი­ას შე­უძ­ლია მი­ი­ღოს შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი სა­ვი­ზო რე­გუ­ლა­ცი­ის მე-8 მუხ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, კერ­ძოდ, ვი­ზის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა.

"ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის იმე­დი მაქვს და კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებ ევ­რო­კავ­ში­რის ერ­თგუ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს­თან ძლი­ე­რი და ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­მართ“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

წე­რი­ლის ად­რე­სა­ტე­ბი ასე­ვე არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, გელა გე­ლა­ძე და ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი.