რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო | Allnews.Ge

რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მიიღო

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა 490 ხმით 147-ის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ რე­ზო­ლუ­ცია შეს­წო­რე­ბე­ბით მი­ი­ღო.

რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს თა­ვის სო­ლი­და­რო­ბას ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მი­მართ და ურ­ყევ მხარ­და­ჭე­რას მათი ლე­გი­ტი­მუ­რი ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი­სა და აყ­ვა­ვე­ბულ და დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბის სურ­ვი­ლის მი­მართ, "რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მა­სობ­რივ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც გრძელ­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სას­ტი­კი რეპ­რე­სი­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად“.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი კვლავ მზა­დაა და­ეხ­მა­როს ქარ­თველ ხალ­ხს ამ მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში; მკაც­რად გმობს ძა­ლა­დობ­რივ რეპ­რე­სი­ებს, თვით­ნე­ბურ და პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ და­კა­ვე­ბებს საკ­მა­რი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის სის­ტე­მურ წა­მე­ბას;

მო­ი­თხოვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თავი შე­ი­კა­ვოს ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის­გან, პა­ტი­ვი სცეს შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას და გა­ა­უქ­მოს ცოტა ხნის წინ მი­ღე­ბუ­ლი დრა­კო­ნუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტე­ბის ჩახ­შო­ბას, გა­მო­ხა­ტავს გან­სა­კუთ­რე­ბულ შეშ­ფო­თე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის მზარ­დი რა­ო­დე­ნო­ბის გამო და კი­დევ ერთხელ მო­უ­წო­დებს ყვე­ლა მათ­გა­ნის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ; ევ­რო­კავ­ში­რი მო­უ­წო­დებს ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა აქ­ტის ეფექ­ტუ­რად და სან­დოდ გა­მო­ძი­ე­ბის­კენ და დამ­ნა­შა­ვე პი­რე­ბის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის­კენ; გა­მო­ხა­ტავს შეშ­ფო­თე­ბას სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბის გამო, სა­დაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მო­სა­მარ­თლე­ე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი­სა და მთავ­რო­ბის კრი­ტი­კო­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ტექ­სტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რი მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს იმ ფაქ­ტის გამო, რომ მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ ვერ გა­მო­ი­ყე­ნა ის­ტო­რი­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც კან­დი­დატ ქვე­ყა­ნას, მი­ე­ცა ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე წინსვლის­თვის და აღ­ნიშ­ნავს, რომ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ას კვლავ მხარს უჭერს მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა;"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ხაზს უს­ვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი ფაქ­ტობ­რი­ვად შე­ჩე­რე­ბუ­ლია ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის გაგ­რძე­ლე­ბის და 2024 წლის ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის შე­დე­გად, რაც წარ­მო­ად­გენს ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის­კენ აშ­კა­რა გარ­დამ­ტეხ წერ­ტილს, სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გა­რან­ტი­ე­ბის შემ­დგომ უკა­ნო­ნო მი­ტა­ცე­ბას და ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტე­ბის სე­რი­ის მი­ღე­ბას, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­სა და პრინ­ცი­პებს, რომ­ლებ­საც ევ­რო­კავ­ში­რი ეფუძ­ნე­ბა; ეთან­ხმე­ბა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს 2024 წლის 27 ივ­ნი­სის დას­კვნებს, რომ მოქ­მე­დე­ბის ამ­ჟა­მინ­დე­ლი კურ­სის შე­უც­ვლე­ლო­ბა საფრ­თხეს უქ­მნის ევ­რო­კავ­ში­რის­კენ სა­ქარ­თვე­ლოს გზას და მო­უ­წო­დებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“, და­უბ­რუნ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის კურსს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მისი კომ­პა­ნი­ე­ბის მი­მართ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ითხოვს და მო­უ­წო­დებს ევ­რო­კავ­შირს, სხვა იუ­რის­დიქ­ცი­ებ­თან, კერ­ძოდ, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, გა­ყი­ნოს მისი ფი­ნან­სუ­რი აქ­ტი­ვე­ბი.

"ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი კი­დევ ერთხელ ადას­ტუ­რებს თა­ვის პო­ზი­ცი­ას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბა მხო­ლოდ ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გზით შე­იძ­ლე­ბა, რო­მე­ლიც მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვე­ში უნდა ჩა­ტარ­დეს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­ში, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბით და სა­ერ­თა­შო­რი­სო და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გით, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ჭეშ­მა­რი­ტად სა­მარ­თლი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ასა­ხავს ხალ­ხის ნამ­დვილ ნე­ბას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

რე­ზო­ლუ­ცი­ის თა­ნახ­მად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი ხაზს უს­ვამს, რომ არ ცნობს "თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ამ 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს არა­ლე­გი­ტი­მუ­რი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ჟი­მის მიერ და­ტყვე­ვე­ბულ სა­ხელ­მწი­ფოდ მი­იჩ­ნევს.“დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, "ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი სწუხს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ვერ მი­აღ­წია პროგ­რესს ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში და რომ ევ­რო­კავ­ში­რის სა­ერ­თო სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კას­თან (CFSP) სა­ქარ­თვე­ლოს თან­ხვედ­რის დონე კვლავ შე­სამ­ჩნე­ვად და­ბა­ლია, 49%-ს შე­ად­გენს. ხაზს უს­ვამს, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის პრო­ცეს­ში პროგ­რე­სი მო­ი­თხოვს ევ­რო­კავ­ში­რის CFSP-სთან სრულ თან­ხვედ­რას, იმ მო­ლო­დი­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რაც ყვე­ლა კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის­გან არ­სე­ბობს; წუხს იმ ფაქ­ტის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლო არ მო­ნა­წი­ლე­ობს ევ­რო­კავ­ში­რის კრი­ზი­სე­ბის მარ­თვის მი­სი­ებ­სა და ოპე­რა­ცი­ებ­ში სა­ერ­თო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თავ­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის ფარ­გლებ­ში; წუხს იმ ფაქ­ტის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­უ­სა­ბა­მო­ბა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას იწ­ვევს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რეპ­რე­სი­უ­ლი რე­ჟი­მი ამ­წვა­ვებს არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბას სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­სა და შავ ზღვა­ში“.