"ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს" - რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი? | Allnews.Ge

"ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, მას შემდეგ, რაც ბადრი და მამუკა დაიჭირეს" - რას აცხადებს ალეკო ელისაშვილი?

"ჩემი ყოყ­მა­ნი დამ­თავ­რდა, მე ვარ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მომ­ხრე, მას შემ­დეგ, რაც ბად­რი და მა­მუ­კა და­ი­ჭი­რეს", -ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ტვ პირ­ვე­ლის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა “რე­აქ­ცი­ა­ში“ გა­ნა­ცხა­და.

"ჩემი ყოყ­მა­ნი დამ­თავ­რდა, მე ვარ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მომ­ხრე, მას შემ­დეგ, რაც ბად­რი და მა­მუ­კა და­ი­ჭი­რეს. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ზი­ცია იყო ეს, მე მათ გვერ­დით ვდგა­ვარ და ამ ხალ­ხს გან­საც­დელ­ში არ მი­ვა­ტო­ვებ.

ეს ხალ­ხი იძახ­და, რომ მოდი, ვიმ­სჯე­ლოთ, ეს მოდი ვიმ­სჯე­ლოთ, რა­ტომ­ღაც ჯო­ჯო­ხე­თია ჩვენ ერში. რა გახ­და, რომ დავ­სხდეთ?!

კი ბა­ტო­ნო, შენ არ მოგ­წონს, მეც ში­ნა­გა­ნად ხან ვე­თან­ხმე­ბო­დი, ხან არა, ხან მე­გო­ნა სწო­რი იყო და ხან არ მე­გო­ნა. პო­ლიტ­საბ­ჭო­ზეც ყვე­ლა მხა­რეს ვუს­მენ­დი. ახლა კი ვარ ამ პო­ზი­ცი­ა­ზე, ის ხალ­ხი, ვინც არი­ან ცი­ხე­ში, არი­ან ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პარტნი­ო­რე­ბი, მჯე­რა, არ მჯე­რა, მორ­ჩა, გა­თავ­და, მე შე­ვალ ამ ბრძო­ლა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რად წა­გე­ბუ­ლიც, რომ იყოს, მა­ინც შე­ვალ, რად­გან ეს ხალ­ხი ამ პო­ზი­ცი­ა­ზე იდგა", - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.