"ეს მხოლოდ დასაწყისია..." - მამუკა მამულაშვილი რუსეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციების გაგრძელებას აანონსებს | Allnews.Ge

"ეს მხოლოდ დასაწყისია..." - მამუკა მამულაშვილი რუსეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციების გაგრძელებას აანონსებს

"ეს ჯერ კი­დევ არ არის ყვე­ლა­ფე­რი, სპე­ცო­პე­რა­ცი­ე­ბი ისევ იქ­ნე­ბა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მოს­კოვ­ში გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით" - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­ურ­მა მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა რუ­სე­თის სა­რა­ტო­ვი­სა და რი­ა­ზა­ნის ოლ­ქებ­ში მდე­ბა­რე ორ რუ­სულ აე­როდ­რომ­ზე და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებ­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი დარ­ტყმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა წინ უძღო­და უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი ოპე­რა­ცია, კო­დუ­რი სა­ხელ­წო­დე­ბით "ობო­ბის ქსე­ლი“, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რუ­სებს სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბი გა­უ­ნად­გუ­რეს. უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე რუ­სე­თის მხრი­დან მუდ­მი­ვი თავ­დას­ხმე­ბის ფონ­ზე მსგავ­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი შე­საძ­ლოა, გან­მე­ორ­დეს.

რა ინ­ფორ­მა­ცია აქვს ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­ურს, რო­გო­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბა უკ­რა­ი­ნა პუ­ტი­ნის შუ­რის­ძი­ე­ბას, რა ვი­თა­რე­ბაა უშუ­ა­ლოდ ფრონ­ტის ხაზ­ზე და რო­გო­რი გან­წყო­ბე­ბია მებ­რძო­ლებ­ში, ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გვი­ამ­ბობს:

- უკ­რა­ი­ნამ ომის წარ­მო­ე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მო­დე­ლი წარ­მო­ად­გი­ნა - მტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა გა­ა­ნად­გუ­რეს რუ­სე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი ავი­ა­ცია და ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ალს უდი­დე­სი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს. და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ან გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ძი­რი­თა­დი სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნე­ბი, მათ შო­რის - Tu-95, Tu-22M3 და A-50 ტი­პის თვითმფრი­ნა­ვე­ბი. რუ­სეთს აღარ აქვს ფუნ­ქცი­უ­რი ქარ­ხნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ტექ­ნი­კის სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლებს აწარ­მო­ებს, რაც რე­ა­ლუ­რად გა­მო­რი­ცხავს მათი აღ­დგე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში. შე­დე­გად, ქვე­ყა­ნა ფაქ­ტობ­რი­ვად რჩე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი ავი­ა­ცი­ის გა­რე­შე. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან სიმ­ბო­ლუ­რი ამ­ბა­ვია - უკ­რა­ი­ნამ დღეს რუ­სეთს სწო­რედ ის ია­რა­ღი გა­უ­ნად­გუ­რა, რო­მე­ლიც 30 წლის თა­ვად გა­დას­ცა, ბუ­და­პეშ­ტის მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში.

თქვენ იცით, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ, უკ­რა­ი­ნა მსოფ­ლი­ო­ში მე­სა­მე ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო იყო. 200-ზე მეტი ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტა­ლუ­რი ბა­ლის­ტი­კუ­რი რა­კე­ტა და 1700 ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნი ჰქონ­და, მაგ­რამ რუ­სეთს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­სა და ინ­გლისს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­უთ­მო. რუ­სეთ­მა რო­გორც წესი, ახ­ლაც და­არ­ღვია შე­თან­ხმე­ბა, რომ­ლის ძა­ლი­თაც უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ეკო­ნო­მი­კუ­რი და სამ­ხედ­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა ეკ­რძა­ლე­ბო­და. რუ­სე­თი მალე მო­იმ­კის იმას, რისი ღირ­სიც არის. მოს­კო­ვი უკვე ფაქ­ტობ­რი­ვად დარ­ჩა შავი ზღვის ფლო­ტის გა­რე­შე. შავი ზღვის­პი­რე­თის კონ­ტრო­ლი დღეს უკ­რა­ი­ნის ხელ­შია. რუ­სებს ფლო­ტის მთლი­ა­ნად გაყ­ვა­ნა მო­უ­წი­ათ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან, ხოლო არ­სე­ბუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰყავთ გა­და­მა­ლუ­ლი. ეს ნიშ­ნავს, რომ უკ­რა­ი­ნა დო­მი­ნან­ტია შავ ზღვა­ში.

- ოპე­რა­ცია "ობო­ბას ქსე­ლის" გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია მალე იქ­ნე­ბო­და "ობო­ბას ქსე­ლი-2" და მარ­თლაც ჩვენ ისევ ვი­ხი­ლეთ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის შე­ტე­ვა რი­ა­ზან­სა და სა­რა­ტოვ­ში. შე­გიძ­ლი­ათ თქვათ, რომ ჩვენ ვი­ხი­ლავთ "ობო­ბას ქსე­ლი-3"“?

- „ობო­ბას ქსე­ლი“ ერ­ქმე­ვა თუ სხვა რამ ვერ გე­ტყვით, მაგ­რამ კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი დარ­ტყმე­ბი ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ალ­ზე. გარ­წმუ­ნებთ, რუ­სე­ბი მალე გა­ო­ცე­ბუ­ლე­ბი დარ­ჩე­ბი­ან უკ­რა­ი­ნუ­ლი არ­მი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით. ეს ნამ­დვი­ლად არ იყო ერთჯე­რა­დი ოპე­რა­ცია, ეს არის კარ­გად გათ­ვლი­ლი და და­გეგ­მი­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის კას­კა­დი, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად დამ­თავ­რდე­ბა რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბით.

ვრცელ­დე­ბა სა­ტე­ლი­ტუ­რი ფო­ტო­ე­ბი, რო­მე­ლიც "ობო­ბის ქსე­ლის" შე­დე­გებს ასა­ხავს

- თქვენ იცით, რომ ამ ოპე­რა­ცი­ე­ბის გამო რუ­სებ­მა შუ­რის­ძი­ე­ბა და­ა­ა­ნონ­სეს, ცოტა ხნის გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სე­ბი კი­ევ­ში სამ­თავ­რო­ბო კვარტლის და­ბომბვას აპი­რე­ბენ. რის­თვის არის ახლა მზად უკ­რა­ი­ნა?

- სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის და­ბომბვა და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბა, არც შუ­რის­ძი­ე­ბაა და არც პა­სუ­ხი უკ­რა­ი­ნულ სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ზე, ეს არის არის ტე­რო­რიზ­მი. მე არ ვიცი, ვინ რა სას­წა­ულს ელო­დე­ბა რუ­სე­თის­გან, მაგ­რამ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა უკვე და­ამ­ტკი­ცეს, რომ ის სუ­ლაც არ არის ზე­სა­ხელ­მწი­ფო. უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხს უკვე აღა­რაფ­რის აღარ ეში­ნია, იმი­ტომ, რომ რუ­სეთ­მა უკვე აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა რისი გა­კე­თე­ბაც შე­ეძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას, ამ მე­თოდს პუ­ტი­ნი ომის და­წყე­ბის დღი­დან მი­მარ­თავს, ამით შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ში­ნოს და­სავ­ლე­თი, ისიც გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, რა­ღაც ნა­წილ­მა უკვე გა­მო­ი­მუ­შა­ვა იმუ­ნი­ტე­ტი და აღარ აღიქ­ვამს სე­რი­ო­ზუ­ლად. ერთი სა­გუ­ლის­ხმო რამ მინ­და გი­თხრათ, უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბით რუ­სე­თის და­ბომბვის კად­რებს ვუ­ყუ­რებ­დი და გა­ვი­გე, რო­გორ ეუბ­ნე­ბოდ­ნენ რუ­სე­ბი ერ­თმა­ნეთს, - ნუ გე­ში­ნი­ათ სა­მო­ქა­ლა­ქო­ებს არა­ფერს ერ­ჩი­ან, მხო­ლოდ სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას ბომ­ბა­ვე­ნო. ამ ომმა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის და რუ­სე­ბის რე­ა­ლუ­რი სა­ხე­ე­ბი გა­მო­ა­ჩი­ნა - უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მოქ­მე­დე­ბენ, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, ანად­გუ­რე­ბენ მხო­ლოდ სამ­ხედ­რო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ობი­ექ­ტებს, რუ­სე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მკვლე­ლე­ბი არი­ან, მო­ხუ­ცებ­სა და ბავ­შვებ­საც კი არ ინ­დო­ბენ. რუ­სე­ბი აკე­თე­ბენ იმას, რა­საც არას­დროს არ გა­ა­კე­თებს მსოფ­ლი­ოს არც ერთი არ­მია. იხილეთ სრულად