ლიეტუვის საგარეო უწყება - ვგმობთ ნიკა მელიას დაკავებას და მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები შეწყვიტოს | Allnews.Ge

ლიეტუვის საგარეო უწყება - ვგმობთ ნიკა მელიას დაკავებას და მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები შეწყვიტოს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას ვგმობთ, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო „ქართულ ოცნებას“ სთხოვს, „მიმდინარე რეპრესიები“ შეწყვიტოს.

„ჩვენ ვგმობთ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას და მოვითხოვთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიები შეწყვიტოს. ჩვენ ევროპული ღირებულებების დამცველ ქართველ ხალხს სოლიდარობას ვუცხადებთ“, - წერს ლიეტუვის საგარეო უწყება.