"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ“ სი­ტყვი­ე­რი ბო­დი­ში მო­ი­ხა­და სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტის გამო"- რას აცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობა? | Allnews.Ge

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ“ სი­ტყვი­ე­რი ბო­დი­ში მო­ი­ხა­და სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტის გამო"- რას აცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლობა?

ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ადას­ტუ­რებს, რომ ევ­რო­კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი სა­ი­მონ ვან­დერბრუ­კი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში 2024 წლის სექ­ტემ­ბრი­დან მუ­შა­ობ­და, ქვე­ყა­ნა­ში აღარ შე­მო­უშ­ვეს.

შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ავ­რცე­ლებს. მა­თი­ვე ცნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ“ სი­ტყვი­ე­რი ბო­დი­ში მო­ი­ხა­და სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტის გამო და და­ა­დას­ტუ­რა, რომ თა­ნამ­შრო­მელს შე­უძ­ლია დაბ­რუნ­დეს თა­ვის სა­მუ­შაო ად­გილ­ზე“."სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ადას­ტუ­რებს, რომ 21 მა­ისს, თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში ჩას­ვლის­თა­ნა­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ერთ-ერთ წევ­რს ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცა. ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის სა­თა­ნა­დოდ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი წევ­რის­თვის ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლა­ზე უა­რის თქმა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ხებ ვე­ნის კონ­ვენ­ცი­ას და სხვა შე­სა­ბა­მის ნორ­მებს, რო­მელ­თა დაც­ვის ვალ­დე­ბუ­ლე­ბაც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ვერ­ბა­ლუ­რი ნოტა გა­ეგ­ზავ­ნა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სი­ტყვი­ე­რი ბო­დი­ში მო­ი­ხა­და სამ­წუ­ხა­რო ინ­ცი­დენ­ტის გამო და და­ა­დას­ტუ­რა, რომ თა­ნამ­შრო­მელს შე­უძ­ლია დაბ­რუნ­დეს თა­ვის სა­მუ­შაო ად­გილ­ზე.“- ნათ­ქვა­მის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, 22 მა­ისს, მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ევ­რო­კავ­ში­რის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რი, სა­ი­მონ ვან­დერბრუ­კი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრი­დან გა­აბ­რუ­ნეს. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში ცნო­ბით, „ად­გი­ლი ჰქონ­და ტექ­ნი­კურ გა­უ­გებ­რო­ბას“.