349 მომხრე, 42 წინააღმდეგი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "MEGOBAR აქტს" მხარი დაუჭირა - რა განაცხადეს კონგრესმენებმა კანონპროექტის განხილვისას | Allnews.Ge

349 მომხრე, 42 წინააღმდეგი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ "MEGOBAR აქტს" მხარი დაუჭირა - რა განაცხადეს კონგრესმენებმა კანონპროექტის განხილვისას

აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტამ „MEGOBAR აქტს“ მხა­რი და­უ­ჭი­რა.

კა­ნონპ­რო­ექტს, სა­ხელ­წო­დე­ბით - "სა­ქარ­თვე­ლოს ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის, გამ­ძლე­ო­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და მო­ბი­ლი­ზა­ცი­ის აქტი“ (MEGOBARI) მხა­რი 349 კონ­გრეს­მენ­მა და­უ­ჭი­რა, ხოლო მის წი­ნა­აღ­მდეგ ხმა 42-მა მის­ცა.ახლა კა­ნონპ­რო­ექ­ტი აშშ-ის სე­ნატ­მა უნდა და­ამ­ტკი­ცოს.

რა თქვეს კონ­გრეს­მე­ნებ­მა კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­ხილ­ვი­სას?"MEGOBARI აქტი“ ქარ­თველ ხალ­ხზე თავ­დას­ხმას არ წარ­მო­ად­გენს, – ამის შე­სა­ხებ კონ­გრეს­მენ­მა, ბრა­ი­ან მასტმა (რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტია) აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და, სა­დაც „MEGOBARI აქ­ტის“ გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­არ­ყია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ქმე­დე­ბებ­მა, რო­მე­ლიც იმე­ო­რებს რუ­სე­თის ავ­ტო­რი­ტა­რულ ტაქ­ტი­კას, ასე­ვე, ჩი­ნეთ­თან და ირან­თან და­ახ­ლო­ე­ბით. "სა­ქარ­თვე­ლო ნატო-ს წევ­რო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი კან­დი­და­ტი და ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­კავ­ში­რე იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით 2008 წელს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში შეჭ­რის შემ­დეგ. აშშ სარ­გებ­ლობ­და სამ­ხედ­რო და დაზ­ვერ­ვის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა თა­ვი­სი პრო­ა­მე­რი­კუ­ლი გან­წყო­ბე­ბით ცნო­ბი­ლია. სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჩვე­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა შე­არ­ყია მმარ­თვე­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ის ქმე­დე­ბებ­მა, რო­მე­ლიც იმე­ო­რებს რუ­სე­თის ავ­ტო­რი­ტა­რულ ტაქ­ტი­კას, ასე­ვე ჩი­ნეთ­თან და ირან­თან და­ახ­ლო­ე­ბით. პრო­და­სავ­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აშ­კა­რაა. სა­ქარ­თვე­ლოს შავ ზღვა­ზე მდე­ბა­რე­ო­ბის გამო, ის შუა დე­რეფ­ნის გავ­ლით ვაჭ­რო­ბის­თვის საკ­ვან­ძო ად­გილს წარ­მო­ად­გენს და შე­იძ­ლე­ბა რე­გი­ონ­ში ირა­ნი­სა და რუ­სე­თის გავ­ლე­ნის გა­მა­წო­ნას­წო­რე­ბელ ძა­ლად იქ­ცეს“, - გა­ნა­ცხა­და ბრა­ი­ან მასტმა.

ბრა­ი­ან მასტმა კო­ლე­გებს კა­ნონპ­რო­ექ­ტის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­და.

"ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ალ­ტერ­ნა­ტი­ვას სთა­ვა­ზობს. რო­გორც კი პრე­ზი­დენ­ტი და­ა­დას­ტუ­რებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­უბ­რუნ­და თა­ვის პრო­და­სავ­ლურ კურსს, კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს ხალ­ხთა შო­რის კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას, სამ­ხედ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და ხელს შე­უ­წყობს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა პარტნი­ო­რე­ბი კარ­გი საქ­ცი­ე­ლის­თვის უნდა და­ა­ჯილ­დო­ოს. ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ქარ­თველ ხალ­ხზე თავ­დას­ხმას არ წარ­მო­ად­გენს“, - აღ­ნიშ­ნა კონ­გრეს­მენ­მა.

კონ­გრეს­მენ­მა, ჯონი ოლ­შევ­სკიმ (დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია) აშშ-ის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­ში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს "წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე" , რუ­სე­თის საფრ­თხე­ზე და ერაყ­სა და ავ­ღა­ნეთ­ში ქარ­თულ მი­სი­ა­ზე.

„კო­მუ­ნიზ­მის და­ცე­მის შემ­დეგ, გან­სა­კუთ­რე­ბით 2003 წლის ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მა­ტე­ბით აშე­ნებ­და დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და ეკო­ნო­მი­კას, ამავდრო­უ­ლად კი ცდი­ლობ­და ხელი შე­ე­წყო ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის მის­წრა­ფე­ბე­ბის­თვის. აშშ-მ, ევ­რო­პელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და მისი ხალ­ხის­თვის ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა გა­ეხ­სნა და მას სა­ჭი­რო რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ჰქო­ნო­და. სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რი­აა. რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს პე­კი­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის დროს შე­იჭ­რა და მისი ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის ოკუ­პა­ცია მო­ახ­დი­ნა. რუ­სე­თის მხრი­დან მუდ­მი­ვი საფრ­თხის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თვე­ლე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბას და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს ერა­ყი­სა და ავ­ღა­ნე­თის ომებ­ში, რო­გორც ეს ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და ჯონი ოლ­შევ­სკიმ. იხილეთ სრულად