ზურაბ ჯაფარიძე - წულუკიანი მიბარებს საგამოძიებო კომისიაზე 4 აპრილს - მისვლა მაგათი ლეგიტიმურობის აღიარებაა | Allnews.Ge

ზურაბ ჯაფარიძე - წულუკიანი მიბარებს საგამოძიებო კომისიაზე 4 აპრილს - მისვლა მაგათი ლეგიტიმურობის აღიარებაა

„ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ დროებით კომისიაზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძეც დაიბარეს. როგორც ზურა ჯაფარიძე წერს, ის კომისიაზე 4 აპრილს არის დაბარებული.

„წულუკიანი მიბარებს საგამოძიებო კომისიაზე 4 აპრილს... მანდ მისვლა მაგათი ლეგიტიმურობის აღიარებაა", - წერს ზურა ჯაფარიძე „ფეისბუქზე“.