სვეტლანა ტიხანოვსკაია - არ მინდა საქართველოს ბელარუსიზაცია, მაგრამ დიქტატორები ძალიან სწრაფად სწავლობენ ერთმანეთისგან - მოვუწოდებ ქართველებს, არ დანებდეთ! თქვენ ჩვენი შთაგონება ხართ! | Allnews.Ge

სვეტლანა ტიხანოვსკაია - არ მინდა საქართველოს ბელარუსიზაცია, მაგრამ დიქტატორები ძალიან სწრაფად სწავლობენ ერთმანეთისგან - მოვუწოდებ ქართველებს, არ დანებდეთ! თქვენ ჩვენი შთაგონება ხართ!

მოვუწოდებ ქართველებს, გააგრძელეთ ბრძოლა! არ დანებდეთ! - მე არ მინდა საქართველოში ბელარუსიზაცია დავინახო - ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ბრიუსელში „ინტერპრესნიუსის“ სპეციალურ კორესპონდენტთან საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, არ უნდა ნახოს საქართველოს ბელარუსიზაცია.

„საქართველო იყო კარგი მაგალითი ბელარუსისთვის, რადგან თქვენ ასე შორს წახვედით ევროპულ ქვეყნების ოჯახში გაწევრიანების სურვილით და ახლა ძალიან რთულ პერიოდებს გადიხართ. მე არ მინდა საქართველოში ბელარუსიზაცია დავინახო, სადაც მთავრობები ავიწროებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც არ ეთანხმება ხელისუფლებას. მე ნამდვილად მოვუწოდებ ქართველებს, გააგრძელონ ბრძოლა და უბრალოდ დადგნენ პრინციპებისა და ღირებულებების გვერდით“, - განაცხადა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ქართველები ბელარუსელი ხალხის „შთაგონებაა“.

„ეს დრო რთულია, მაგრამ ჩვენ მტკიცედ ვდგავართ თქვენს გვერდით და თქვენ ჩვენი შთაგონება ხართ. უბრალოდ არ დანებდეთ, ისევე როგორც ჩვენ ამდენი ხანია არ ვნებდებით. იმედია, თქვენ ამდენი დრო არ დაგჭირდებათ, მაგრამ მაინც უნდა გჯეროდეს და უნდა იბრძოლოთ. იხილეთ სრულად