"იარაღი იმ დრომდე გვეყოფა, ვიდრე ევროპა გააძლიერებს უკრაინის დახმარებას" - როგორ აისახება ომზე ტრამპის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება? | Allnews.Ge

"იარაღი იმ დრომდე გვეყოფა, ვიდრე ევროპა გააძლიერებს უკრაინის დახმარებას" - როგორ აისახება ომზე ტრამპის მიერ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება?

"ვე­ლო­დე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ის უკი­დუ­რე­სად გარ­თუ­ლე­ბის, მაგ­რამ ჩვენ აქ ვრჩე­ბით და მხარს ვუ­ჭერთ პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის, ომის ლი­დერს, რო­მელ­საც არას­დროს მი­უ­ტო­ვე­ბია თა­ვი­სი ხალ­ხი და არას­დროს შე­უ­წყვე­ტია ბრძო­ლა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც თა­ვი­სუ­ფა­ლი სამ­ყა­რო თა­ვი­სად მი­იჩ­ნევს", - გა­ნა­ცხა­და უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ­მა "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­ურ­მა მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვილ­მა მას შემ­დეგ, რაც ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის და­პა­უ­ზე­ბის ბრძა­ნე­ბა გას­ცა. ცნო­ბის­თვის, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის რა­და­რებს, ავ­ტო­მან­ქა­ნებს, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა­სა და რა­კე­ტებს შე­ე­ხე­ბა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში გა­საგ­ზავ­ნად მზად იყო.

რო­გორ იმოქ­მე­დებს ტრამ­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის ბრძო­ლის ხა­რისხზე, რა მო­ლო­დი­ნე­ბი და გან­წყო­ბე­ბია შექ­მნი­ლი ახლა ქვე­ყა­ნა­ში, ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- პრე­ზი­დენტ ტრამპს, ვიცე-პრე­ზი­დენტ ჯეი დი ვენსსა და პრე­ზი­დენტ ზე­ლენ­სკის შო­რის ოვა­ლურ ოფის­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რა არა­ნა­ი­რად არ შე­ე­ფე­რე­ბო­და დიპ­ლო­მა­ტი­ის სტან­დარ­ტებს. მე არც პო­ლი­ტი­კო­სი ვარ და არც კრი­ტი­კო­სი, მაგ­რამ შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ ტრამ­პი­სა და ვენ­სის შე­ტე­ვამ ზე­ლენ­სკი­ზე უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი კონ­სო­ლი­დი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ახლა ისი­ნიც კი ზე­ლენ­სკის უჭე­რენ მხარს, ვინც მის ოპო­ზი­ცი­ა­ში იყ­ვნენ. ვი­თა­რე­ბა მარ­თლაც ძა­ლი­ან რთუ­ლია, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ, კარ­გია - ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის იმე­დად აღარ იქ­ნე­ბი­ან, სა­კუ­თარ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც მე­ტად იზ­რუ­ნე­ბენ და უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც მეტს გა­ა­კე­თე­ბენ.

- სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სე­ბის ვერ­სი­ით, უკ­რა­ი­ნე­ლებს საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბის­თვის საბ­რძო­ლო მა­სა­ლე­ბის მა­რა­გი მხო­ლოდ ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე ეყო­ფათ. თქვენ რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ ამის შე­სა­ხებ?

- დღე­ის მო­ცე­მუ­ლო­ბით, ტრან­ზი­ტში მყო­ფი შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რო­მე­ლიც უკვე პო­ლო­ნეთ­შია, უკან - შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში უნდა გა­იგ­ზავ­ნოს. ამას გარ­და, შე­ჩერ­დე­ბა რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე ყვე­ლა კი­ბერ-ოპე­რა­ცია. ჩემი აზ­რით, ეს არის ტრამ­პის კა­პი­ტუ­ლა­ცია, რუ­სე­თის წი­ნა­შე და რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნის უდი­დე­სი მიღ­წე­ვა, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­რო­ში. თუ რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ში თა­ვის მი­ზანს მი­აღ­წია, ამით ძა­ლი­ან ცუდი პრე­ცე­დენ­ტი შე­იქ­მნე­ბა მსოფ­ლი­ო­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში არ­სე­ბულ შე­ი­ა­რა­ღე­ბას, მე მგო­ნია, რომ ამ სა­კი­თხზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი მარ­თე­ბუ­ლი არ არის, ერ­თა­დერ­თი რისი თქმაც შე­მიძ­ლია, არის ის, რომ ია­რა­ღი იმ დრომ­დე გვე­ყო­ფა, ვიდ­რე ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბი გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ უკ­რა­ი­ნის დახ­მა­რე­ბას.

- უკ­რა­ი­ნას უკვე აქვს ასე­თი გა­მოც­დი­ლე­ბა - 2023 წლის შე­მოდ­გო­მი­დან 2024 წლის გა­ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე ამე­რი­კის­გან სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას ვერ იღებ­და, რად­გან ტრამ­პის მომ­ხრე კონ­გრეს­მე­ნი ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით ბლო­კავ­დნენ ბა­ი­დე­ნის მიერ უკ­რა­ი­ნის­თვის გა­მო­ყო­ფი­ლი 61 მლრდ დო­ლა­რის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტის დამ­ტკი­ცე­ბას. რა სირ­თუ­ლე­ე­ბი შე­გექ­ნათ მა­შინ ფრონ­ტის ხაზ­ზე და რა გას­წავ­ლათ ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ?

- ამ გა­მოც­დი­ლე­ბამ გვას­წავ­ლა, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს ამე­რი­კე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შეც შე­უძ­ლი­ათ ბრძო­ლა. იბ­რძო­ლეს კი­დეც, თუნ­დაც ომის და­სა­წყის­ში. "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნი“ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც რუ­სებს 2022 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ჰოს­ტო­მე­ლის აე­რო­პორ­ტში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია და კი­ე­ვის აღე­ბა­ში ხელი შე­უ­შა­ლა. ეს ადას­ტუ­რებს იმას, რომ საკუ­თა­რი ოჯა­ხის და შვი­ლე­ბის დაც­ვის მო­ტი­ვა­ცია ბევ­რად უფრო მეტს ნიშ­ნავს, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი ია­რა­ღი. ეს არ არის გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ნათ­ქვა­მი. უკ­რა­ი­ნამ და­ამ­ტკი­ცა, რომ ქვე­ბი­თაც იო­მებს, თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა.

- სხვა­თა შო­რის, 28 თე­ბერ­ვლის სკან­და­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე ტრამპმა ზე­ლენ­სკის წა­მო­ა­ძა­ხა, რომ სწო­რედ მან მი­ა­წო­და კი­ევს "ჯა­ვე­ლი­ნის“ ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მარ­თვა­დი კომ­პლექ­სე­ბი.

- კი ეს ნამ­დვი­ლად ასე იყო, მაგ­რამ ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღი არ არის შე­უც­ვლე­ლი, არ­სე­ბობს ანა­ლო­გე­ბი, რო­მელ­თა მო­წო­დე­ბა ევ­რო­პა­საც შე­უძ­ლია. ასე რომ მთა­ვა­რია, ევ­რო­პამ გა­მო­ხა­ტოს პო­ლი­ტი­კუ­რი ნება და დაგ­ვეხ­მა­როს.

- უკ­რა­ი­ნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბე­ბით, ამე­რი­კუ­ლი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა მხო­ლოდ 20%-ს შე­ად­გენს იმი­სა, რა­საც უკ­რა­ი­ნის არ­მია მტრის შე­სა­ჩე­რებ­ლად იყე­ნებს - 25% სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას ევ­რო­პა აწ­ვდის, ხოლო 55%-ს თა­ვად უკ­რა­ი­ნა­ში აწარ­მო­ე­ბენ. თუმ­ცა, ანა­ლი­ტი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ამე­რი­კუ­ლი 20%-იანი სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა უნი­კა­ლუ­რია, მას ვერც ევ­რო­პუ­ლი დახ­მა­რე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ და ვერც უკ­რა­ი­ნულ ქარ­ხნებ­ში და­ამ­ზა­დე­ბენ.

- არ­სე­ბობს ამე­რი­კუ­ლი ია­რა­ღის კა­ტე­გო­რია, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რია, მა­გა­ლი­თად "პეტ­რი­ო­ტის" სა­ჰა­ე­რო სის­ტე­მა - მიმ 104, მაგ­რამ გერ­მა­ნულ და ფრან­გულ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბობს "პეტ­რი­ო­ტე­ბის" ანა­ლო­გე­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ბრძო­ლის ველ­ზე უნდა გა­მო­ი­ცა­დოს. უნდა ით­ქვას, რომ უკ­რა­ი­ნის ომი არის პრე­ცე­დენ­ტი, რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს ია­რა­ღი ბრძო­ლის ველ­ზე გა­მო­ი­ცა­და. შე­სა­ბა­მი­სად, უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ყვე­ლა­ზე კარ­გად იცი­ან, რო­მე­ლი ია­რა­ღი რო­გორ მუ­შა­ობს.

- ალ­ბათ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ის სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის გენშტა­ბი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­გან იღებს...

- დიახ, რა თქმა უნდა,სა­დაზ­ვერ­ვო ინ­ფორ­მა­ცია ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო და არის. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ამე­რი­კუ­ლი მხა­რე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აღარ გაგ­ვი­წევს დახ­მა­რე­ბას. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩვენ გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ ყვე­ლა­ნა­ირ ლო­ჯის­ტი­კურ დახ­მა­რე­ბას შეგ­ვი­წყვე­ტენ, ასე­ვე უკვე ით­ქვა, რომ შეგ­ვი­წყვე­ტენ დახ­მა­რე­ბას კი­ბერ ოპე­რა­ცი­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც. კარ­გი ის არის, რომ "სტარ­ლინ­კი" არ გა­ი­თი­შე­ბა. ყოვე ლშემ­თხვე­ვა­ში, ილონ მას­კი იფი­ცე­ბა, რომ ამას არ აპი­რებს, რად­გან სა­ბა­ბი არ აქვს - პო­ლო­ნე­თი ყო­ველ­თვი­უ­რად იხ­დის უკ­რა­ი­ნუ­ლი "სტარ­ლინ­კე­ბის" სა­ა­ბო­ნენ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბას - 2, 5 ათას დო­ლარ­ზე მეტს თი­თო­ე­ულ ტერ­მი­ნალ­ზე.

- ასე­თი საფრ­თხე­ე­ბის ფონ­ზე, გავ­რცელ­და პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკის გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც ის ამ­ბობს, რომ უკ­რა­ი­ნა მზად არის იშ­ვი­ათ ლი­თო­ნებ­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე შე­თან­ხმე­ბას ნე­ბის­მი­ერ დრო­სა და ნე­ბის­მი­ერ მო­სა­ხერ­ხე­ბელ ფორ­მატ­ში მო­ა­წე­როს ხელი, ტრამპმაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­წე­როს შე­თან­ხმე­ბას ხელი, თუმ­ცა, აშ­კა­რაა, რომ ტრამ­პი ცდი­ლობს ზე­ლენ­სკი აი­ძუ­ლოს, რომ მო­ა­წე­როს ხელი იშ­ვი­ა­თი წი­ა­ღი­სე­უ­ლის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას ვა­შინგტო­ნის­გან უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ე­ბის გა­რე­შე...

- ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თა­დერ­თი რისი თქმაც შე­მიძ­ლია არის ის, რომ ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის იმე­დი მაქვს. იხილეთ სრულად