"ამბობენ, პუტინი ესაუბრება ხოლმე ამგვარად დახურულ კარს მიღმა სუსტი ქვეყნის ლიდერებსო" - როგორ აისახება ტრამპის რეპუტაციაზე ჩაშლილი მოლაპარაკებები | Allnews.Ge

"ამბობენ, პუტინი ესაუბრება ხოლმე ამგვარად დახურულ კარს მიღმა სუსტი ქვეყნის ლიდერებსო" - როგორ აისახება ტრამპის რეპუტაციაზე ჩაშლილი მოლაპარაკებები

თეთრ სახ­ლში გუ­შინ ყვე­ლას­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სცე­ნა­რი გან­ვი­თარ­და. ტრამპსა და ზე­ლენ­სკის შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩა­ი­შა­ლა. უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა დრო­ზე ადრე და­ტო­ვა თეთ­რი სახ­ლი.

ტრამპმა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა ჯეი დი ვენ­სმა კა­მე­რე­ბის წინ ხმა­მაღ­ლა კა­მა­თი და­ი­წყეს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან. ამის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნა­სა და აშშ-ს შო­რის იშ­ვი­ა­თი ლი­თო­ნე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რა და ერ­თობ­ლი­ვი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გა­უქ­მდა, ხოლო ზე­ლენ­სკიმ დრო­ზე ადრე და­ტო­ვა თეთ­რი სახ­ლი.რა თქვა ტრამპმა ჩაშ­ლი­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შემ­დეგ?

"ძა­ლი­ან ში­ნა­არ­სი­ა­ნი შეხ­ვედ­რა გვქონ­და დღეს თეთრ სახ­ლში. ბევ­რი რამ გა­ვი­გეთ, რისი გა­გე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი ცე­ცხლი­სა და ზე­წო­ლის ქვეშ სა­უბ­რის გა­რე­შე. სა­ო­ცა­რია რა ვლინ­დე­ბა ემო­ცი­ე­ბით, და და­ვად­გი­ნე, რომ პრე­ზი­დენ­ტი ზე­ლენ­სკი მზად არ არის მშვი­დო­ბის­თვის თუ ამე­რი­კა იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, ვი­ნა­ი­დან ის გრძნობს, რომ ჩვე­ნი ჩარ­თუ­ლო­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში მას დიდ უპი­რა­ტე­სო­ბას ანი­ჭებს. უპი­რა­ტე­სო­ბა არ მინ­და, მშვი­დო­ბა მინ­და. მან უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა გა­მო­ხა­ტა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მი­მართ მის სა­ნუკ­ვარ ოვა­ლურ ოფის­ში. მას შე­უძ­ლია დაბ­რუნ­დეს, რო­დე­საც მზად იქ­ნე­ბა მშვი­დო­ბის­თვის“, - და­წე­რა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა.

"მად­ლო­ბა, ამე­რი­კა, მად­ლო­ბა თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის­თვის, მად­ლო­ბა ამ ვი­ზი­ტის­თვის. მად­ლო­ბა, დო­ნალდ ტრამპ, კონ­გრე­სო, და ამე­რი­კე­ლო ხალ­ხო. უკ­რა­ი­ნას სა­მარ­თლი­ა­ნი და ხან­გრძლი­ვი მშვი­დო­ბა სჭირ­დე­ბა, და ზუს­ტად ამის­თვის ვმუ­შა­ობთ“, - და­წე­რა ზე­ლენ­სკიმ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ.

ანა­ლი­ტი­კო­სი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე თვლის, რომ რაც თეთრ სახ­ლში მოხ­და, იყო ზე­ლენ­სკი­სად­მი ღია ზე­წო­ლი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მცდე­ლო­ბა, თა­ვი­სი შოუს ელე­მენ­ტე­ბით."ცნო­ბი­ლია, რომ ტრამპს უყ­ვარს შო­უ­ე­ბი. მას ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბის ტი­პის ლი­დე­რებ­თა­ნაც (ინ­გლი­სუ­რად ე.წ. Strongman-ებ­თან) ად­ვი­ლად გა­მოს­დის სა­უ­ბა­რი. მაგ­რამ იგი ევ­რო­პე­ლებ­თან და დე­მოკ­რა­ტი­ულ სამ­ყა­როს­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­ში უფრო ხის­ტია. თუმ­ცა ის რაც ვი­ხი­ლეთ ზე­ლენ­სკი­სა და ტრამ­პის შეხ­ვედ­რა­ზე იყო ზე­ლენ­სკი­სად­მი ღია ზე­წო­ლი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი წნე­ხის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მცდე­ლო­ბა თა­ვი­სი შოუს ელე­მენ­ტე­ბით. ამით ტრამ­პი ცდი­ლობ­და ცალ­მხრი­ვი კარ­ნა­ხის რე­ჟიმ­ში წარ­მარ­თუ­ლი­ყო მთე­ლი პრო­ცე­სე­ბი. იხილეთ სრულად