აპირებს თუ არა ევროკავშირი Erasmus+ მობილობისა და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას საქართველოსთან - პასუხი ბრიუსელიდან | Allnews.Ge

აპირებს თუ არა ევროკავშირი Erasmus+ მობილობისა და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას საქართველოსთან - პასუხი ბრიუსელიდან

ევ­რო­კავ­შირ­მა შე­ა­ჩე­რა პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლებ­საც პირ­და­პი­რი სარ­გე­ბე­ლი მოჰ­ქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ჩვენ არ ვა­პი­რებთ Erasmus+ მო­ბი­ლო­ბის და გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის შე­წყვე­ტას სა­ქარ­თვე­ლოს­თან - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის პრეს­სამ­სა­ხურ­მა ბრი­უ­სელ­ში, "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" სპე­ცი­ა­ლურ კო­რეს­პონ­დენტს გა­ნუ­ცხა­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი დიდ როლს თა­მა­შო­ბენ ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­ში­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

"არა, ჩვენ არ ვა­პი­რებთ Erasmus+ მო­ბი­ლო­ბის და გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის შე­წყვე­ტას სა­ქარ­თვე­ლოს­თან. ევ­რო­კავ­შირ­მა შე­ა­ჩე­რა პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლებ­საც პირ­და­პი­რი სარ­გე­ბე­ლი მოჰ­ქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ახალ­გაზ­რდე­ბი არი­ან მცდე­ლო­ბის სა­თა­ვე­ში, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კავ­ში­რის გზა­ზე სვლა უნდა გა­აგ­რძე­ლოს. ევ­რო­კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლებს მათ გვერ­დით ყოფ­ნას“, - აცხა­დე­ბენ ევ­რო­კავ­ში­რის პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, გერ­მა­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­მი­ნის­ტრომ გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­ა­ჩე­რა.

"გერ­მა­ნი­ის გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვლე­ვის ფე­დე­რა­ლურ­მა სა­მი­ნის­ტრომ გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბა შე­ა­ჩე­რა, მათ შო­რის სტუ­დენ­ტთა მო­ბი­ლო­ბა, კვლე­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის პროგ­რა­მებ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს მიერ აკა­დე­მი­უ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვი­სა და ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­ჩე­რე­ბის გამო“, - წერს გერ­მა­ნი­ის ელჩი, პე­ტერ ფი­შე­რი.