"მთავარი არხი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
ტელეკომპანია "მთავარი არხი" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პალიტრავიდეო" უცვლელად გთავაზობთ. "ოქუაშვილი “მთავარ არხს” აჩერებს
"მთავარი არხის" თანადამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ ხელოვნურად შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო "შენი დილა" ვერ გადის ეთერში. ზაზა ოქუაშვილი ემსახურება რუსული რეჟიმის მიზნებს და ხურავს ქვეყნის მთავარ კრიტიკულ არხს. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ გამოვნახოთ სახსრები ეთერის აღსადგენად.