ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ვიქტორ ორბანთან - საქართველო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია | Allnews.Ge

ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ვიქტორ ორბანთან - საქართველო პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია

დუბაიში ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ საუბარი ორმხრივი ურთიერთობების ძირითად მიმართულებებს შეეხო.

“ჩვენი საუბარი მოიცავდა ორმხრივი ურთიერთობის დადებითი დინამიკის ამსახველ ძირითად საკითხებს. შევთანხმდით, რომ საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი ბუდაპეშტში გაიმართება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ჩვენს პარტნიორობას. საქართველო მტკიცედ თანამშრომლობის გაღრმავებისა და საერთო ინტერესების სფეროებში პარტნიორობის ახალი შესაძლებლობების გამოვლენის ერთგულია”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.