სანქციები ივანიშვილის ოჯახს, "ოცნების" ლიდერებსა და პროპაგანდისტებს, ახალი არჩევნები... - რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო | Allnews.Ge

სანქციები ივანიშვილის ოჯახს, "ოცნების" ლიდერებსა და პროპაგანდისტებს, ახალი არჩევნები... - რა წერია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტმა „სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბის კი­დევ უფრო გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ” რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო.

რე­ზო­ლუ­ცი­ას 400 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, 63 წი­ნა­აღ­მდე­გი წა­ვი­და, 81-მა კი თავი შე­ი­კა­ვა.რე­ზო­ლუ­ცი­ის ავ­ტო­რი 57 ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რია, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის 5 პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფი­დან - "ევ­რო­პის სა­ხალ­ხო პარ­ტი­ის", "სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის" „კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბი­სა და რე­ფორ­მის­ტე­ბის" , "გა­ნახ­ლე­ბის" და "მწვა­ნე­ე­ბის".

რე­ზო­ლუ­ცი­ით, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი:

"გმობს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ „ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს” და მო­უ­წო­დებს მათ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შე­წყვი­ტონ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რივ რეპ­რე­სი­ებს;

ხაზს უს­ვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს თვით­და­ნიშ­ნუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ამ­ჟა­მად არ­ღვე­ვენ ფუნ­და­მენ­ტურ თა­ვი­სუფ­ლე­ბებს, ადა­მი­ა­ნის სა­ბა­ზი­სო უფ­ლე­ბებ­სა და ქვეყ­ნე­ბის ძი­რი­თად სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რი­თაც ძირს უთხრი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის ათწლე­უ­ლებს, რა­საც წინ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კლა­სი და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა უძღვე­ბო­და;

სა­ქარ­თვე­ლოს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” არა­ლე­გი­ტი­მუ­რი რე­ჟი­მის მიერ და­პყრო­ბილ სა­ხელ­მწი­ფოდ მი­იჩ­ნევს.

არ აღი­ა­რებს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ტი­ის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ჩა­მო­ყა­ლიბ­და 2024 წლის 26 ოქ­ტომ­ბრის გა­ყალ­ბე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც არც თა­ვი­სუ­ფა­ლი და არც სა­მარ­თლი­ა­ნი არ იყო, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ნორ­მე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის დარ­ღვე­ვით ჩა­ტარ­და და არ ასა­ხავს ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ნე­ბას.ევ­რო­კავ­შირ­სა და მის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, ისე­ვე რო­გორც ეროვ­ნულ პარ­ლა­მენ­ტებ­სა და სა­პარ­ლა­მენ­ტთა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტებს მო­უ­წო­დებს, არ აღი­ა­რონ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი­სა და მათი და­ნიშ­ნუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბა; [ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი] შე­სა­ბა­მი­სად, მო­უ­წო­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, შე­უ­ერ­თდეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბო­ი­კოტს;

აგ­რძე­ლებს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მურ პრე­ზი­დენ­ტად და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის წარ­მო­მად­გენ­ლად აღი­ა­რე­ბას“, - ნათ­ქვა­მია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში.

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში ხაზს უს­ვამს, რომ „სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი კრი­ზი­სის მოგ­ვა­რე­ბა შე­საძ­ლოა მიღ­წე­ულ იქ­ნას მხო­ლოდ ახა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის გზით".

ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი მო­ი­თხოვს, რომ „სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი მომ­დევ­ნო რამ­დე­ნი­მე თვე­ში გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­დეს".

„მო­უ­წო­დებს წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს, მტკი­ცედ მო­ი­თხო­ვონ ახა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი და ნე­ბის­მი­ე­რი სა­მო­მავ­ლო ჩარ­თუ­ლო­ბა აშ­კა­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლი გა­ხა­დონ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის ახა­ლი თა­რი­ღის და­ნიშ­ვნა­ზე და მე­ქა­ნიზ­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ის თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა;

მო­უ­წო­დებს საბ­ჭო­სა და წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით EU-25-ს [უნ­გრე­თი­სა და სლო­ვა­კე­თის გა­მოკ­ლე­ბით] ორ­მხრივ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ სა­ფუძ­ველ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი და მიზ­ნობ­რი­ვი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, მის ოჯახ­სა და მის კომ­პა­ნი­ებს, და ყვე­ლა მისი აქ­ტი­ვი გა­ყი­ნონ ევ­რო­კავ­შირ­ში, მისი რო­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გა­უ­ა­რე­სე­ბა­ში, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკუს­ვლის დაშ­ვე­ბა­ში და ქვეყ­ნის დეკ­ლა­რი­რე­ბუ­ლი ევრო-ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მოქ­მე­დე­ბა­ში;

მო­უ­წო­დებს საფ­რან­გე­თის მთავ­რო­ბას, ჩა­მო­არ­თვას ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნი და მას პი­რა­დი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სოს;

[ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი], ამ მხრივ, მი­ე­სალ­მე­ბა ეს­ტო­ნე­თი, ლატ­ვი­ის, ლი­ე­ტუ­ვი­სა და ჩე­ხე­თის მიერ ორ­მხრი­ვად მი­ღე­ბულ სან­ქცი­ებს, ისე­ვე რო­გორც გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მიერ უკვე მი­ღე­ბულ [სან­ქცი­ებს];

მო­უ­წო­დებს საბ­ჭო­სა და წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით EU-25-ს [უნ­გრე­თი­სა და სლო­ვა­კე­თის გა­მოკ­ლე­ბით] ორ­მხრივ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ სა­ფუძ­ველ­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რი სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სონ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­სა და პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს, რომ­ლე­ბიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლა­ზე, სა­არ­ჩევ­ნო თაღ­ლი­თო­ბა­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვებ­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბი­სა და აქ­ტი­ვის­ტე­ბის დევ­ნა­ზე, მათ შო­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურს, თბი­ლი­სის მერ­სა და მმარ­თვე­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს კახა კა­ლა­ძეს, და „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს;

[ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი] მო­უ­წო­დებს მათ, გა­ავ­რცე­ლონ ეს სან­ქცი­ე­ბი მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მყო­ფებ­ზე, რო­მელ­თაც პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი გა­ნა­ჩე­ნე­ბი გა­მო­აქვთ; სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე, ფი­ნან­სურ ხელ­შემ­წყო­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩუ­მად თუ ღიად მხარს უჭე­რენ რე­ჟიმს, და რე­ჟიმ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მფლო­ბე­ლებ­ზე, მათ შო­რის “იმე­დი ტვ”, “პოს ტვ” და „რუს­თა­ვი 2 “ - მათი რო­ლის­თვის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­სა და მცდე­ლო­ბე­ბის­თვის მო­ახ­დი­ნონ სა­ჯა­რო დის­კურ­სის მა­ნი­პუ­ლა­ცია, რათა შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ ამ­ჟა­მინ­დე­ლი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტში.

ასე­ვე რე­ზო­ლუ­ცი­ის პრო­ექ­ტით ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი:

„მო­უ­წო­დებს საბ­ჭო­სა და წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­შემ­წყო­ბე­ბის ქსელს, ელი­ტის გა­რე­მოც­ვას, კო­რუმ­პი­რე­ბულ ფი­ნან­სურ აქ­ტო­რებს, პრო­პა­გან­დის­ტებ­სა და მათ, ვინც ხელს უწყობს რეპ­რე­სი­ულ სა­ხელ­მწი­ფო აპა­რატს, მათ შო­რის, სხვებ­თან ერ­თად, ეკა­ტე­რი­ნე ხვე­დე­ლი­ძეს, უტა ივა­ნიშ­ვილს, ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილს, ბერა ივა­ნიშ­ვილს, გვან­ცა ივა­ნიშ­ვილს, ალექ­სან­დრე ივა­ნიშ­ვილს, შმა­გი კო­ბა­ხი­ძეს, უჩა მა­მა­ცაშ­ვილს, ნა­თია თურ­ნა­ვას, ივა­ნე ჩხარ­ტიშ­ვილს, სულ­ხან პა­პაშ­ვილს, გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძეს, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძეს, ილია წუ­ლა­ი­ას, კახა ბე­ქა­ურს, ლაშა ნაც­ვლიშ­ვილს, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძეს, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვილს, მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, ირაკ­ლი რუ­ხა­ძეს, თი­ნა­თინ ბერ­ძე­ნიშ­ვილს, თა­მაზ გა­ი­აშ­ვილს, ან­ტონ ობო­ლაშ­ვილ­სა და გოჩა ენუ­ქი­ძეს.

ხაზს უს­ვამს, რომ ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ევ­რო­კავ­ში­რის ვიზა-ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის­თვის;

იმე­ო­რებს ევ­რო­კო­მი­სი­ი­სა და საბ­ჭო­სად­მი თა­ვის მო­წო­დე­ბას, გა­და­ხე­დონ სა­ქარ­თვე­ლოს უვი­ზო სტა­ტუსს, მისი შე­ჩე­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით თუ ჩათ­ვლილ იქ­ნე­ბა, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბებ­ზე ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბი და­ცუ­ლი არ არის;

გმობს 2024 წლის 28 ნო­ემ­ბრი­დან მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლოს მმარ­თვე­ლი რე­ჟი­მის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბულ სას­ტიკ ძა­ლა­დო­ბა­სა და რეპ­რე­სი­ებს;

მო­უ­წო­დებს ყვე­ლა პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რი­სა და მათ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და უპი­რო­ბოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, ვინც ანტი-სამ­თავ­რო­ბო პრო­ტეს­ტე­ბის დროს და­ა­კა­ვეს;

მო­ი­თხოვს ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც ახლა ოთხ კვი­რა­ზე მე­ტია შიმ­ში­ლობს მისი უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის გამო და კრი­ტი­კუ­ლი, შე­უბ­რუ­ნე­ბე­ლი და სი­ცო­ცხლი­სად­მი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი რის­კე­ბის წი­ნა­შე დგას;

გმობს ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­ზე თავ­დას­ხმა­სა და ცე­მას, რა­მაც მისი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვია, რა­საც მოყ­ვა 2025 წლის 2 თე­ბერ­ვალს პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი, მათ შო­რის ნიკა მე­ლია და გიგი უგუ­ლა­ვა, რაც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ მარ­თუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შო­კის­მომ­გვრე­ლი ეს­კა­ლა­ცი­აა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა” და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის მიერ მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის და პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ;

გვახ­სე­ნებს 2025 წლის 12 იან­ვარს ბა­თუმ­ში ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას და­კა­ვე­ბას”, - წე­რია რე­ზო­ლუ­ცი­ის ტექ­სტში.