"ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით" - "ქართული ოცნება" მთელ რიგ რეგულაციებს ამკაცრებს: კიდევ რა იცვლება? | Allnews.Ge

"ძალადობრივი ქმედებებისკენ საჯაროდ მოწოდებისთვის განისაზღვრება პატიმრობა 3 წლამდე ვადით" - "ქართული ოცნება" მთელ რიგ რეგულაციებს ამკაცრებს: კიდევ რა იცვლება?

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რი მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე გან­მარ­ტავს, რა სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს გეგ­მავს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, რათა, მისი თქმით, "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქვეყ­ნის ეფექ­ტუ­რად მარ­თვის­თვის შე­სა­ტყვი­სი ბერ­კე­ტე­ბი“ ჰქონ­დეს.

რო­გორც მდი­ნა­რა­ძემ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის სხდო­მის შემ­დეგ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მკაცრ­დე­ბა მთე­ლი რიგი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი რო­გორც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა, ისე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში.

მისი თქმით, ერთ-ერთი სი­ახ­ლეა ის, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი გახ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ზე, სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე თავ­დას­ხმა ან ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რა.

"სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს ვი­წყებთ, რომ ქვეყ­ნის არა­ე­ფექ­ტი­ა­ნი მარ­თვის­კენ მი­მარ­თუ­ლი კა­ნო­ნე­ბი შეც­ვა­ლოს ისე­თი ნორ­მე­ბით, რომ ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­დეს ქვეყ­ნის მარ­თვის­თვის შე­სა­ტყვი­სი ბერ­კე­ტე­ბი და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. დღეს წარ­მო­გიდ­გეთ ამ მიდ­გო­მის რე­ა­ლი­ზე­ბის პირ­ველ ნა­წილს, რო­მე­ლიც უკვე და­ი­ნი­ცი­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში და პი­რო­ბას ვაძ­ლევთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ეს პრო­ცე­სი გაგ­რძელ­დე­ბა იქამ­დე, ვიდ­რე სრუ­ლად არ შე­იც­ვლე­ბა თავ­სმოხ­ვე­უ­ლი ნორ­მე­ბი სა­ხელ­მწი­ფოს გა­მარ­თუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნორ­მე­ბის მი­ღე­ბით.

მკაცრ­დე­ბა მთე­ლი რიგი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პირ­ველ რიგ­ში, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში, მათ შო­რის, მა­გა­ლი­თად, მე­სა­კუთ­რის წი­ნას­წა­რი თან­ხმო­ბის გა­რე­შე იკ­რძა­ლე­ბა და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, შე­ნო­ბებ­ში, აქ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა; წვრილ­მა­ნი ხუ­ლიგ­ნო­ბის­თვის, ვან­და­ლიზ­მის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნოს წარ­მო­მად­გენ­ლის მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის და მათი შე­უ­რა­ცხყო­ფის­თვის, სა­სა­მარ­თლოს შე­სას­ვლე­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბის­თვის და სხვა მსგავ­სი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვის­თვის ჯა­რი­მე­ბი იზ­რდე­ბა და ასე­ვე, იზ­რდე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­ტიმ­რო­ბის ვადა 60 დღემ­დე. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კუ­რი პი­რის, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მის საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რის­თვი­საც ასე­ვე მკაც­რი სან­ქცი­ე­ბი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსშიც გვექ­ნე­ბა მთე­ლი რიგი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია ფსევ­დო ლი­ბე­რა­ლე­ბის ფა­შის­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, რა­საც მრავ­ლად ვხე­დავთ ბოლო პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. კერ­ძოდ ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­კენ სა­ჯა­როდ მო­წო­დე­ბა აქამ­დე ის­ჯე­ბო­და მხო­ლოდ ჯა­რი­მით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო შრო­მით, არ­სე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბით ამ ქმე­დე­ბის­თვის გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პა­ტიმ­რო­ბა 3 წლამ­დე ვა­დით. იზ­რდე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­ტიმ­რო­ბის ვადა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის, მუ­ქა­რის და ძა­ლა­დო­ბის­თვის, ეს გა­და­ვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში, 5 წლი­დან 6 წლამ­დე. ასე­ვე, მკაცრ­დე­ბა სან­ქცია პო­ლი­ცი­ელ­ზე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე და მათი ოჯა­ხის წევ­რებ­ზე თავ­დას­ხმის­თვის, ჯგუ­ფუ­რო­ბის, არა­ერ­თგზი­სო­ბის, სა­ში­ში სა­შუ­ა­ლე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ანუ, ეს კონ­კრე­ტუ­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბი გა­და­ვა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში და ამა­ზე შე­და­რე­ბით მკაც­რი სან­ქცია იქ­ნე­ბა, რო­გორც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ზე. სას­ჯე­ლი იზ­რდე­ბა პო­ლი­ცი­ე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფის ფაქ­ტზეც. სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით და­ის­ჯე­ბა და ეს ახა­ლი ნორ­მა იქ­ნე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირ­ზე სა­ხელ­მწი­ფო მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე, სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ზე თავ­დას­ხმის ან ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რის ჩამ­დე­ნი პი­რიც. ასე­ვე, არა­ერ­თი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სახ­დე­ლი გვექ­ნე­ბა მათ შო­რის გამ­კაც­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.