ბიზნესები, რომლებიც ბიძინა და უტა ივანიშვილებმა ოფშორებიდან საქართველოში უკვე გადმოიტანეს – TI-ს კვლევა
„ამერიკული სანქციების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო”,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო“ (TI) წერს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 27 დეკემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა . როგორც ორგანიზაცია წერს, რამდენიმე დღეში, 2024 წლის 31 დეკემბერს, ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო.
ამასთან, მედიაში უკვე გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ ეკატერინა ხვედელიძემ და შვილმა უტა ივანიშვილმა დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება: სს „ატუ ჰოლდინგი“ (უტა ივანიშვილის ეკუთვნის), სს „ტერა“ (ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის), სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“ (ეს ორი ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაშია).
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერს, ამ კომპანიებზე მათ დაიწყეს იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ.
„გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს მათ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან.
29 იანვრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ოფშორული კომპანიიდან სრულად გადმოიტანეს კომპანიები საქართველოში: 1) Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა),“- აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაში.
ამასთან, როგორც ორგანიზაციის კვლევაშია აღნიშნული, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდეგ, მისი ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან შემდეგი მოქმედებები განხორციელდა:
2024 წლის 31 დეკემბერი: ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა, სს „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა. იხილეთ სრულად