"ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბიში... ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში და იქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა გადაიხადეს" - რას აცხადებს ირაკლი ზარქუა? | Allnews.Ge

"ხმაურიანი მოგზაურობა გამოგვივიდა აბუ-დაბიში... ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში და იქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა გადაიხადეს" - რას აცხადებს ირაკლი ზარქუა?

დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ზარ­ქუა, რო­მე­ლიც აბუ-და­ბი­დან 3 დღეა რაც დაბ­რუნ­და, იქ მომ­ხდარ ინ­ცი­დენტზე ჰყვე­ბა. რო­გორც ამ­ბობს, ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა მათ წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ვო­კა­ცია მო­ა­წყო, რა­საც შემ­დგო­მი მოვ­ლე­ნე­ბი მოჰ­ყვა.

ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია 80 000-ლა­რი­ან ჯა­რი­მა­ზე არას­წო­რია."ხმა­უ­რი­ა­ნი მოგ­ზა­უ­რო­ბა გა­მოგ­ვი­ვი­და აბუ-და­ბი­ში... უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ყვე­ლას მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრა, ვინც გვამ­ხნე­ვებ­და. ვინც გვე­უბ­ნე­ბო­და, რომ სწო­რად მო­ი­ქე­ცით. ის, რაც მოხ­და, ეს არ არის სა­ა­მა­ყო, უბ­რა­ლოდ, შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე, ოჯა­ხის, შვი­ლე­ბის, ახ­ლობ­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად თმე­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა, ყო­ველ­თვის ასე­თი რე­ა­გი­რე­ბა გვექ­ნე­ბა იმი­ტომ, რომ კა­ცე­ბი ვართ და ქარ­თვე­ლე­ბი ვართ.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ თე­მას, თქვენ ნა­ხეთ, რომ სა­უზ­მის დროს პრო­ვო­კა­ცია მო­ე­წყო, იქ მი­ი­ღო მი­სა­ღე­ბი. ამის შემ­დეგ მე­ო­რე დღე­საც იგი­ვე, თან ეს ცოლ-ქმა­რი რე­ჟი­სუ­რის დად­გმას რო­გორ ახერ­ხებ­დნენ, ზუს­ტად ის რომ მო­ნაკ­ვე­თი გა­და­ე­ღოთ. მე­სა­მე დღეს მოხ­და ის, რაც ვნა­ხეთ, რაც მოჰ­ყვა პრო­ცე­დუ­რას. იცით იქ საკ­მა­ოდ მკაც­რი კა­ნო­ნე­ბია და და­ი­წყო იქ გა­მო­ძი­ე­ბა. პო­ლი­ცი­ა­მაც პრო­კუ­რა­ტუ­რა­მაც და სა­სა­მარ­თლო­მაც გა­ი­აზ­რო, რომ ეს იყო პრო­ვო­კა­ცია ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ დად­გმუ­ლი. მე­სა­მე დღეა აქ ჩა­მო­სუ­ლე­ბი ვართ.

იქაც გვე­ცი­ნე­ბო­და ხოლ­მე ეს უსამ­შობ­ლო­ე­ბი და მათ­თან აფი­ლი­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი, თუ პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი, რომ ამ­ბობ­დნენ, რომ ერთი წელი მი­უ­სა­ჯეს, რა­ღაც 80 000 დო­ლა­რი, რა­ღაც სი­გი­ჟე­ებს რომ ჰყვე­ბოდ­ნენ. მა­რაზ­მი. ჯა­რი­მა გა­მო­ი­წე­რა დირ­ჰა­მებ­ში 10-15-ჯერ უფრო ნაკ­ლე­ბი და იქ ჩვენ მე­გობ­რე­ბი გვყავ­დნენ, ვინც გა­და­ი­ხა­დეს და ამ 3 და 4 ათას დო­ლარს ჩვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, მერე გა­და­ვიხ­დით, თბი­ლის­ში ვარ უკვე და რა­მე­ნა­ი­რად მო­ვა­ხერ­ხებ. ეს იყო და ეს" - თქვა ზარ­ქუ­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 13 იან­ვარს, აბუ-და­ბი­ში, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი ირაკ­ლი ზარ­ქუა, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე და გელა სამ­ხა­რა­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

შემ­თხვე­ვა სას­ტუმ­როს სა­სა­დი­ლო­ში მოხ­და. კად­რებ­ში ჩანს, რომ ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილს, სა­დი­ლო­ბის დროს, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ საჭ­მე­ლი შე­ა­ყა­რა და ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­და, შემ­დეგ კი ჩხუბ­ში ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძე ჩა­ერ­თო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლაშა გა­ბი­ტაშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა სა­დაც ამ­ბობს, რომ შემ­თხვე­ვა წინა დღეს მომ­ხდარ ფაქტს უკავ­შირ­დე­ბა, რა დრო­საც მან ირაკ­ლი ზარ­ქუ­ა­სა და ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს „რუსი მონა“ უწო­და. ცნო­ბის­თვის, პირ­ვე­ლად მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის დროს, მხა­რე­ებ­მა ერ­თმა­ნეთს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს.