"მივდივარ სვეტიცხოველში, სადაც პარაკლისი გვაქვს შეკვეთილი," - რა თქვა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ?
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლე დატოვა, ის სასახლესთან შეკრებილ ხალხთან უშუალოდ მივიდა და მადლობა გადაუხადა.
"მივდივარ სვეტიცხოველში, სადაც პარაკლისი გვაქვს შეკვეთილი, ვისაც აქვს სურვილი შეუძლია შემოგვიერთდეს" - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის დატოვების შემდეგ განაცხადა.
პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლე დატოვა და სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან გავიდა, მან მადლობა გადაუხადა ადამიანებს, მიესალმა, გაესაუბრა. ის ტაშის ფონზე გამოვიდა ათონელის საპრეზიდენტო რეზიდენციიდან.
თავის მხრივ შეკრებილმა საზოგადოებამ ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა
"დაცვა თუ დაგჭირდეთ აქ ვარ", - უთხრა სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.