"ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?" - ჯო უილსონის მწვავე კრიტიკა და ივანიშვილისა და სი ძინპინის მიმი: რას წერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე | Allnews.Ge

"ბიძინა, მზად ხარ სანქციებისთვის?" - ჯო უილსონის მწვავე კრიტიკა და ივანიშვილისა და სი ძინპინის მიმი: რას წერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე

ამე­რი­კელ­მა კონ­გრეს­მენ­მა, რეს­პუბ­ლი­კელ­მა ჯო უილ­სონ­მა, რო­მე­ლიც ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რეა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სად­მი მი­მარ­თუ­ლი არა­ერ­თი კრი­ტი­კუ­ლი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა X-ზე.

უილ­სო­ნის პირ­ვე­ლი პოს­ტი ასე­თია:

“პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა ძა­ლი­ან ნა­თე­ლი გა­ხა­და თუ რა პო­ზი­ცია აქვს ამე­რი­კის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბულ მტრებ­ზე. თუ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ბო­ლომ­დე მი­იყ­ვანს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის გა­ნად­გუ­რე­ბის თა­ვის გეგ­მას 29 დე­კემ­ბერს, ის უნდა ელო­დოს ისეთ პა­სუხს, რო­გორ­საც ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და”, - წერ­და უილ­სო­ნი.

ამ გან­ცხა­დე­ბას, მა­ლე­ვე მოჰ­ყვა უილ­სო­ნის მო­რი­გი პოს­ტი:

"ჩი­ნეთ­სა და ირან­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და ამე­რი­კის მო­ძუ­ლე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ი­დან დიქ­ტა­ტუ­რად გა­დაქ­ცე­ვას ცდი­ლობს. ჩვენ ამე­რი­კა პირ­ველ ად­გილ­ზე უნდა და­ვა­ყე­ნოთ და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მთე­ლი და­ფი­ნან­სე­ბა შევ­წყვი­ტოთ, თუ ეს მოხ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნავ­და ჰელ­სინ­კის კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე.

თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ამით არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - ამ გან­ცხა­დე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში უილ­სონ­მა მო­რი­გი პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­საც თან ერ­თო­და მიმი, ფოტო სა­დაც ჩა­ნან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, ჩი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი და გუ­ლის ფორ­მის ემო­ცია.

"რა­ტომ გა­დას­ცა სა­ქარ­თვე­ლოს დიქ­ტა­ტო­რო­ბის მომ­ლო­დი­ნე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის კონ­ტრაქ­ტი და­სან­ქცი­რე­ბულ ჩი­ნურ კომ­პა­ნი­ას?

ბი­ძი­ნა, მზად ხარ სან­ქცი­ე­ბის­თვის?", - წერ­და უილ­სო­ნი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ კი­დევ 2024 წლის მა­ის­ში უილ­სონ­მა ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მი­მართ ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა:

"მათ ჰგო­ნი­ათ ვი­ტყუ­ე­ბით, რო­დე­საც ვამ­ბობთ, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და აშშ-ის კავ­შირ­ზე თავ­დას­ხმას შე­დე­გე­ბი მოჰ­ყვე­ბა - ჩვენ არა უბ­რა­ლოდ ვი­ტყვით, არა­მედ გა­ვა­კე­თებთ"