"თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, მათ ოჯახებს დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ევროკომისია | Allnews.Ge

"თუ საბჭო მიიღებს ამ წინადადებას, ქართველ დიპლომატებს, მათ ოჯახებს დასჭირდებათ ვიზა ევროკავშირში" - რა ინფორმაციას აქვეყნებს ევროკომისია

ევ­რო­კო­მი­სია დღეს ევ­რო­პულ საბ­ჭოს ვი­ზე­ბის გა­ცე­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თა­ვა­ზე­ბას წა­რუდ­გენს, - ამის შე­სა­ხებ ევ­რო­კავ­ში­რის ვებ-გვერ­დზე გან­თავ­სე­ბულ პრეს­რე­ლიზ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"თუ საბ­ჭო მი­ი­ღებს ამ წი­ნა­და­დე­ბას, ქარ­თველ დიპ­ლო­მა­ტებს, ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებს და მათ ოჯა­ხებს, რომ­ლებ­საც აქვთ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი და ოფი­ცი­ა­ლუ­რი პას­პორ­ტე­ბი, დას­ჭირ­დე­ბათ ვიზა ევ­რო­კავ­შირ­ში 90 დღემ­დე ხან­მოკ­ლე ყოფ­ნის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი 180-დღი­ა­ნი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრეს­რე­ლიზ­ში.ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მო­ახ­დენს ნე­გა­ტი­ურ ზე­გავ­ლე­ნას ადა­მი­ან­თა შო­რის კონ­ტაქ­ტებ­ზე, რად­გან სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პას­პორ­ტის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან, კვლა­ვაც ისარ­გებ­ლე­ბენ უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟი­მით ევ­რო­კავ­შირ­ში ხან­მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს.

"ეს წი­ნა­და­დე­ბა არის პა­სუ­ხი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რივ რეპ­რე­სი­ებ­ზე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის მი­მართ, რო­მე­ლიც და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ 28 ნო­ემ­ბერს გა­მო­ა­ცხა­და, რომ აღარ გა­აგ­რძე­ლებს ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის და­წყე­ბას 2028 წლამ­დე. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, მათ შო­რის "უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ (მი­ღე­ბუ­ლი 2024 წლის მა­ის­ში) და "ოჯა­ხუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ (მი­ღე­ბუ­ლი 2024 წლის სექ­ტემ­ბერ­ში), ძირს უთხრის ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის ბირ­თვს წარ­მო­ად­გენს. ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, რო­გო­რი­ცაა ან­ტი­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის ეფექ­ტუ­რი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, გა­დამ­წყვე­ტი მო­თხოვ­ნაა ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის­თვის“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ევ­რო­კო­მი­სია გან­მარ­ტავს, რომ ახლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ევ­რო­პულ­მა საბ­ჭომ უნდა მი­ი­ღოს.

"ახლა საბ­ჭომ უნდა მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლობ­რი­ვი შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თა­ვა­ზე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ საბ­ჭო მი­ი­ღებს წი­ნა­და­დე­ბას და ის ძა­ლა­ში შევა, წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს მო­უ­წევთ სა­ჭი­რო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ გულ­წრფე­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ცი­პის შე­სა­ბა­მი­სად, მათ მო­უ­წევთ სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი/ოფი­ცი­ა­ლუ­რი პას­პორ­ტე­ბის და სპე­ცი­ა­ლუ­რი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბელ­თათ­ვის მი­მარ­თონ სა­ვი­ზო მო­თხოვ­ნას და აც­ნო­ბონ ეს ზო­მე­ბი სხვა წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და კო­მი­სი­ას“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.