გია ხუხაშვილი: "მსოფლიოს თვალში ივანიშვილი ნიღაბს იხსნის - სანქცირებულ ადამიანს აწინაურებს... იმიტაციას ახდენს, თითქოს ის თავისიანებს არ წირავს" | Allnews.Ge

გია ხუხაშვილი: "მსოფლიოს თვალში ივანიშვილი ნიღაბს იხსნის - სანქცირებულ ადამიანს აწინაურებს... იმიტაციას ახდენს, თითქოს ის თავისიანებს არ წირავს"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რად და­ნიშ­ნა. შე­სა­ბა­მის ბრძა­ნე­ბას ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ხელი დღეს მო­ა­წე­რა. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დღე­ი­დან სამი ვიცე-პრე­მი­ე­რი იქ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­მი­ე­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი ლე­ვან და­ვი­თაშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს. ვიცე-პრე­მი­ე­რია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი.

გუ­შინ, 19 დე­კემ­ბერს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი, გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, სან­ქცი­რე­ბუ­ლი ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლის ("ხა­რე­ბას") მო­ად­გი­ლე, მირ­ზა კე­ზე­ვა­ძე გლო­ბა­ლუ­რი მაგ­ნიტსკის სი­ა­ში არი­ან შეყ­ვა­ნი­ლი.აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია აშშ-ს სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნდა. სა­ხა­ზი­ნო დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ სან­ქცი­ე­ბი უწეს­დე­ბა ორ ქარ­თველ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბი­სა და მო­მი­ტინ­გე­ე­ბის სას­ტიკ დარ­ბე­ვა­ში, მათ შო­რის 2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მარ­თუ­ლი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს.

პრეს­რე­ლიზ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ აშშ-ის მხრი­დან სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი იყო გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფოს­თან, რო­მელ­მაც მი­ნის­ტრი ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი და შსს-ს კი­დევ ოთხი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი და­ა­სან­ქცი­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვის გამო.

რას ნიშ­ნავს ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე პრე­მი­ე­რის დღე­ვან­დე­ლი ნა­ბი­ჯი, გო­მე­ლა­უ­რის და­წი­ნა­უ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამა­ზე პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

"ჩე­მის აზ­რით, ეს არის ის­ტე­რი­უ­ლი რე­აქ­ცია იმი­ტომ, რომ დღეს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ყვე­ლა­ზე მე­ტად სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლის ეში­ნია. ეში­ნია, რომ რომ სის­ტე­მა­ში და­ი­წყე­ბა რყე­ვე­ბი და შე­სა­ბა­მი­სად, თუ სის­ტე­მა ჩა­მო­ი­შა­ლა, თვი­თონ ივა­ნიშ­ვი­ლი ფუ­ლით ვერ და­ი­წყებს სირ­ბილს, ხომ? ამი­ტომ ის ახლა ცდი­ლობს სის­ტე­მა ასე­თი წე­სით შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს - თით­ქოს ის თა­ვი­სი­ა­ნებს არ წი­რავს, პი­რი­ქით, სტი­მულს აძ­ლევს, ამის იმი­ტა­ცი­ას ახ­დენს, რა­საც, ბუ­ნებ­რი­ვია, არა­ვინ "ჭამს“. რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, ახლა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რი შს მი­ნის­ტრი იქ­ნე­ბა, თუ ვიცე-პრე­მი­ე­რი? - არა­ნა­ი­რი. ამით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი სხვებს ეუბ­ნე­ბა, ბო­ლომ­დე ჩემ­თან იყა­ვით, თქვე­ნი სტი­მუ­ლი­რე­ბის რა­ღაც ინ­სტრუ­მენ­ტებს კი­დევ ვფლო­ბო.

სი­ნამ­დვი­ლე­ში, ძა­ლი­ან სა­სა­ცი­ლოა ეს ყვე­ლა­ფე­რი. ვფიქ­რობ, ამ სი­სუ­ლე­ლეს არც ერთი პო­ლი­ცი­ე­ლიც კი აღარ „ჭამს“. ივა­ნიშ­ვი­ლის მო­ტი­ვი ამ შემ­თხვე­ვა­ში გო­მე­ლა­უ­რის და­ფა­სე­ბა კი არ არის, არა­მედ ის, რომ სის­ტე­მას და­ა­ნა­ხოს, თა­ვი­სი­ა­ნებს ერ­თგუ­ლე­ბის­თვის რომ აჯილ­დო­ებს, ამის იმი­ტა­ცი­ას აკე­თებს. მისი ეს ნა­ბი­ჯი სის­ტე­მის რღვე­ვის ში­ში­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, მსოფ­ლი­ოს თვალ­ში კი ივა­ნიშ­ვი­ლი ნი­ღაბს იხ­სნის - სან­ქცი­რე­ბულ ადა­მი­ანს აწი­ნა­უ­რებს. ეს არის წმინ­დად რუ­სუ­ლი მო­დე­ლი, ამით ბი­ძი­ნა და­სავ­ლეთს ეუბ­ნე­ბა, მე რუ­სეთ­ში მივ­დი­ვარ, ვინც გინ­დათ, ის და­ა­სან­ქცი­რეთ, მე აქ ჩემს მა­ფი­ას მივ­ხე­და­ვო. ბუ­ნებ­რი­ვია, ყულ­ფი ვიწ­როვ­დე­ბა და გო­მე­ლა­უ­რის და­სან­ქცი­რე­ბა ნიშ­ნავს იმას, რომ შემ­დე­გი ივა­ნიშ­ვი­ლია, მას­ზე ახ­ლოს არა­ვი­ნაა სან­ქცი­ებ­თან. და­სავ­ლე­თი კიდე რა­ღა­ცა მა­ნევ­რის სა­შუ­ა­ლე­ბას, პა­ტა­რა ფან­ჯა­რას უტო­ვებს ივა­ნიშ­ვილს, მაგ­რამ რე­აქ­ცი­ა­ზე ხომ ჩანს, რომ ამას აზრი არ აქვს? შემ­დე­გი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი".