მარგუს ცაჰკნა - არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე და სამართლიანი, რადგან ასეთი არ ყოფილა - თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს, არსებობს მომავალში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა
არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ესტონეთმა სასანქციო სიაში დამატებით 14 პირი, მაღალი დონის თანამდებობის პირი შეიყვანა, მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
„იმედი გვაქვს, დღეს შევძლებთ მივაღწიოთ იმ დონეს, რომ შევძლოთ დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების აკრძალვა, ასევე ზოგიერთი პერსონალური პასპორტის, მაგრამ საუბარი ბევრად უფრო ხანგრძლივი უნდა იყოს. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის დემოკრატიული საზოგადოება, ეს ძალადობა არის ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული, ეს არის დანაშაულებრივი ქმედება. მანამდეც განვაცხადე, რომ არ ვაპირებ ვაღიარო არჩევნების შედეგები, როგორც გამჭვირვალე, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგები, რადგან ასეთი არ ყოფილა. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ამას განვიხილავთ. ასევე გვაქვს სხვადასხვა ზომების სია. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს საკუთარი ხალხის მიმართ, ასევე არსებობს მომავალში ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების შესაძლებლობა“, - აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.
მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირი მათ გვერდითაა, მაგრამ იქნება შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის.