ვინ არიან ხმოსნები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს: კენჭისყრის დეტალები - "...ხოლო ადამ დემონსტრაციულად გააფუჭა ბიულეტინი" | Allnews.Ge

ვინ არიან ხმოსნები, რომლებმაც საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვეს: კენჭისყრის დეტალები - "...ხოლო ადამ დემონსტრაციულად გააფუჭა ბიულეტინი"

14 დე­კემ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რა დრო­საც სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აირ­ჩია.

არ­ჩევ­ნებ­ში ხმის უფ­ლე­ბით არ უსარ­გებ­ლია ზო­გი­ერთ ხმო­სანს. ესე­ნი არი­ან ეთერ ას­ტე­მი­რო­ვა, გია გვა­ზა­ვა, ნა­პო­ლე­ონ მეს­ხია, თე­მურ მჟა­ვია, რა­ი­სა ქა­რა­ია, ზუ­რაბ ჯგუ­ბუ­რია, ადა მარ­შა­ნია."ხოლო ადა მარ­შა­ნი­ამ დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გა­ა­ფუ­ჭა სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნი" - წერს ზუ­რაბ ჯგუ­ბუ­რია, რო­მე­ლიც ასე­ვე აცხა­დებს:

"მენ­ტა­ლურ რუსს ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტად ვერ ავირ­ჩევ და სა­ერ­თოდ, არც ამ არ­ჩევ­ნე­ბის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას და მის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას ვი­ზი­ა­რებ. მე არ მჭირ­დე­ბა რჩე­ვა, თუ სად და ვის­თან დავ­დგე - მე სა­კუ­თა­რი აზ­რით, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბით და ჩემი ქვეყ­ნის­თვის, მე­გო­ბარ-თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის­თვის, ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, ჩემი დიდი ოჯა­ხის, შვი­ლე­ბის-შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რი მო­მავ­ლის რწმე­ნით ვცხოვ­რობ ამ ქვე­ყა­ნა­ზე".

რაც შე­ე­ხე­ბა ადა მარ­შა­ნი­ას, ის მი­ვი­და პარ­ლა­მენ­ტში და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია ასე გა­მო­ხა­ტა:

"უფრო უკე­თე­სად უნდა მო­გე­ფიქ­რე­ბი­ნათ. თქვენ, ყვე­ლამ ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­საც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეთ და თქვენს თავ­საც რო­გორ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას. მე არ შე­მოვ­ხა­ზავ, ცა­რი­ელს, შე­მო­უ­ხა­ზავს ვაგ­დებ”,- გა­ნა­ცხა­და ადა მარ­შა­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, 300-წევ­რი­ან­მა კო­მი­სი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი აირ­ჩია. პარ­ლა­მენ­ტში, ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ სა­ჯა­რო სხდო­მა­ზე ხმე­ბი ცოტა ხნის წინ შე­ა­ჯა­მა, რის შემ­დე­გაც პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დარ­ბაზ­ში შეკ­რე­ბილ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის წევ­რებს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­აც­ნო.

დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბა კო­ლე­გი­ის მიერ პრე­ზი­დენ­ტად ახ­ლა­ხან არ­ჩე­უ­ლი მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლიც.ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის სა­სარ­გებ­ლოდ ხმა 224-მა ხმო­სან­მა მის­ცა. მას მხა­რი არ და­უ­ჭი­რა აფხა­ზე­თის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რმა, ადა მარ­შა­ნი­ამ, რო­მელ­მაც თქვა, რომ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა არ მოს­წონს.პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია ოპო­ზი­ცი­ას. ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის თქმით, კენ­ჭისყრა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 225-მა წევ­რმა, სა­ი­და­ნაც ბა­თი­ლია 1 ბი­უ­ლე­ტე­ნი. პრო­ცე­დუ­რა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში წა­რი­მარ­თა.