"ბავშვია, ბიჭო! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა ყველას, ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს, ამათ ვერავინ მოერევა" - დუტა სხირტლაძე მიმართვას ავრცელებს | Allnews.Ge

"ბავშვია, ბიჭო! გამოუშვით! ჩემი მხარდაჭერა ყველას, ვინც ამ დღეებში უმოწყალოდ სცემეს, ამათ ვერავინ მოერევა" - დუტა სხირტლაძე მიმართვას ავრცელებს

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი დუტა სხირტლა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ა­ზე დგა­ნან, მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

ის აზი­ა­რებს არას­რულ­წლო­ვა­ნის ფო­ტოს, რო­მე­ლიც აქ­ცი­ა­ზე და­ა­პა­ტიმ­რეს და წერს:

"ბავ­შვია, ბიჭო!!! ბავ­შვი­ი­ი­იი!!! გა­მო­უშ­ვით!!! ჩემი მხარ­და­ჭე­რა შენ, კარ­გო ბიჭო და ყვე­ლას ვინც ამ დღე­ებ­ში უმო­წყა­ლოდ სცე­მეს (მათ შო­რის ჩემი უმ­ცრო­სი კო­ლე­გე­ბიც).. პა­ტა­რა გოგო-ბი­ჭებს... ჟურ­ნა­ლის­ტებს, ოპე­რა­ტო­რებს... ქვე­ყა­ნა ამა­თია. შვი­ლე­ბი­საა... ვი­ღა­ცე­ბი "ბან­დერ­ლო­გებს" უწო­დე­ბენ..

აი ამათ... ქვე­ყა­ნა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ ახალ თა­ო­ბას... თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში და­ბა­დე­ბუ­ლებს. მათი გო­ნე­ბა რომ მოგ­ცათ მა­გი­ნებ­ლებს - ისე შეგრცხვე­ბო­დათ სა­კუ­თა­რი თა­ვის. თუ არ გჯე­რათ - გა­ბე­დეთ და და­ე­ლა­პა­რა­კეთ. ნე­ბის­მი­ერს. თუმ­ცა რაზე უნდა და­ე­ლა­პა­რა­კოთ... ბავ­შვე­ბი, შვი­ლე­ბი, ახა­ლი თა­ო­ბა - ესაა ჩვე­ნი საზ­რუ­ნა­ვი და ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი... ამათ ვე­რა­ვინ მო­ე­რე­ვა. ვერც ვე­რა­ვინ მო­რე­ვია. ვე­რას­დროს" - წერს სხირტლა­ძე.

ასე­ვე "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ დუტა სხირტლა­ძემ "იმე­დი" პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად და­ტო­ვა.

ცნო­ბის­თვის, უკვე 10 დღე­ზე მე­ტია სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მე­დი­ის ობი­ექ­ტივ­შია. თბი­ლი­სი და რე­გი­ო­ნე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­მა მო­იც­ვა. მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი შვი­დი დღეა აპ­რო­ტეს­ტე­ბენ 28 ნო­ემ­ბერს მთავ­რო­ბის მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბის გახ­სნის სა­კი­თხი 2028 წლის ბო­ლომ­დე დღის წეს­რიგ­ში არ და­ა­ყე­ნოს.თით­ქმის ყო­ველ ღამე აქ­ცი­ე­ბის დაშ­ლი­სას სპეც­რაზ­მი იყე­ნებს წყლის ჭავლს, ცრემლსა­დენ გაზს და სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს. შე­დე­გად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი და­შავ­დნენ. მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ჯა­რო უწყე­ბებ­ში თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. ასე­ვე გა­ი­ფიც­ნენ კულ­ტუ­რის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.