რაზე ესაუბრა მაკრონი ივანიშვილს? - საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და დეტალებს ასაჯაროებს | Allnews.Ge

რაზე ესაუბრა მაკრონი ივანიშვილს? - საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და დეტალებს ასაჯაროებს

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რის სა­კი­თხზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს.

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, "პრე­ზი­დენ­ტმა სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის და­ში­ნე­ბა, ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბის მიერ მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დო­ბა დაგ­მო. მან ყვე­ლა და­კა­ვე­ბუ­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვი­სა და შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის­კენ მო­უ­წო­და“.ამას­თან, გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა კი­დევ ერთხელ სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტა იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პულ გზას გა­და­უხ­ვია.

"მან კი­დევ ერთხელ სი­ნა­ნუ­ლი გა­მო­ხა­ტა იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პულ გზას გა­და­უხ­ვია და და­ა­დას­ტუ­რა მისი რწმე­ნა, რომ ევ­რო­კავ­შირ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც აქამ­დე იქნა მი­ღე­ბუ­ლი ან მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

გარ­და ამი­სა, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან სა­უ­ბარ­ში ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო წარ­მო­მად­გე­ნელ­თან ინ­კლუ­ზი­უ­რი დი­ა­ლო­გის მო­წო­დე­ბით გა­მო­ვი­და.

"მან მო­უ­წო­და ინ­კლუ­ზი­უ­რი დი­ა­ლო­გის­კენ ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან, ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ევ­რო­პუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მის­წრა­ფე­ბე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მის შე­სა­ბა­მი­სად, რა­საც კი­დევ ერთხელ მი­ე­სალ­მა“, - წერს საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია.