“გრცხვენოდეთ, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“ - ევროპარლამენტარები პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ: ვინ რას წერს? | Allnews.Ge

“გრცხვენოდეთ, თქვენ არ წარმოადგენთ ევროკავშირს“ - ევროპარლამენტარები პაველ ჰერჩინსკის მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის გამო აკრიტიკებენ: ვინ რას წერს?

ლი­ე­ტუ­ვის სე­ი­მის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ჟი­გი­მან­ტას პა­ვი­ლი­ო­ნი­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის გამო აკ­რი­ტი­კებს.

“გრცხვე­ნო­დეთ, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი, თქვენ არ წარ­მო­ად­გენთ ევ­რო­კავ­შირს“, – წერს პა­ვი­ლი­ო­ნი­სი სო­ცი­ა­ლურ პლატ­ფორ­მა X-ზე.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს გუ­შინ შეხ­ვდა. შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს. სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი

პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას აკ­რი­ტი­კებს კი­დევ ერთი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი“ერთ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­პა­რულ არ­ჩევ­ნებს გმობთ, მე­ო­რე დღეს კი რე­ჟიმს ხელს არ­თმევთ“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ლატ­ვი­ე­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რი, რი­ჰარდს კოლ­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, პა­ველ ჰერ­ჩინ­სკის სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრთან, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რას.

“ელჩი ჰერ­ჩინ­სკის ხე­ლის ჩა­მორ­თმე­ვა მხო­ლოდ ჟეს­ტი არ არის, ეს კრემ­ლის “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მაშ­ვე­ლი რგო­ლია. კი­დევ რამ­დენ­ჯერ მი­ა­ნი­ჭებს ევ­რო­კავ­ში­რი მათ პრო­პა­გან­დას და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას? ეს მი­უ­ღე­ბე­ლია“, - წერს კოლ­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მარ­კო მი­ხელ­სო­ნი “სირ­ცხვი­ლია, მეტი სათ­ქმე­ლი არა­ფე­რია“, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა ეს­ტო­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მარ­კო მი­ხელ­სო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩ პა­ველ ჰერ­ჩინ­სკსა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრ, მაკა ბო­ჭო­რაშ­ვილს შო­რის გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რას.

“ევ­რო­კავ­ში­რო, გთხოვ, გა­იღ­ვი­ძე!“ - წერს მი­ხელ­სო­ნი.

ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი­სა და ჰერ­ჩინ­სკის შეხ­ვედ­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით, კონ­კრე­ტუ­ლი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის აღ­შფო­თე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე­მაც შე­ა­ფა­სა.“მინ­და და­ვამ­შვი­დო ჟი­გი­მან­ტა­სი­დან და­წყე­ბუ­ლი აქა­უ­რი აგენ­ტუ­რა და იქა­უ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის მიმ­ცე­მე­ბი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ლე­გი­ტი­მა­ცია ჰერ­ჩინ­სკის არ მი­უ­ცია, ლე­გი­ტი­მა­ცია მის­ცა ერმა და ბერ­მა, რო­გორც იტყვი­ან. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ამომ­რჩე­ველ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბამ ქვეყ­ნის მარ­თვის ლე­გი­ტი­მა­ცია “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მი­ა­ნი­ჭა. ჰერ­ჩინ­სკის ლე­გი­ტი­მა­ცია აქ არ არის მთა­ვა­რი. [სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს] ჰერ­ჩინ­სკიც შეხ­ვდე­ბა, სხვა ელ­ჩე­ბიც შეხ­ვდე­ბი­ან და გაგ­რძელ­დე­ბა ცხოვ­რე­ბა ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში, ამი­ტომ და­ა­ნე­ბონ იმ კაცს თავი“, - გა­ნა­ცხა­და მდი­ნა­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩი პა­ველ ჰერ­ჩინ­სკი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნისტრს, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილს გუ­შინ შეხ­ვდა.სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი “შე­ე­ხო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექ­ტებს“. ხაზი გა­ეს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის “ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხის მნიშ­ვნე­ლო­ბას და ევ­რო­კავ­ში­რის მხა­რეს­თან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბას”.

“კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­თან ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბის ერ­თგუ­ლია და მზა­დაა იმუ­შა­ოს იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა მო­ემ­ზა­დოს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის­თვის. ხაზი გა­ეს­ვა ბოლო პე­რი­ოდ­ში ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მო­შო­ბი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­დაჭ­რის და მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის ობი­ექ­ტუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

თა­ვის მხრივ, ევ­რო­კავ­ში­რის ელჩმა და­ა­ფიქ­სი­რა შეშ­ფო­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ქარ­თუ­ლი მხა­რის მიერ გა­მო­ით­ქვა წუ­ხი­ლი, რომ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ით გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი გზავ­ნი­ლე­ბი ხელს უწყობს ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სის შექ­მნას 2020 წლის მსგავ­სად.

ხაზი გა­ეს­ვა მხა­რე­ებს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე დი­ა­ლო­გის სა­ჭი­რო­ე­ბას”, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.