"ვიზის შეჩერების მექანიზმი" - რა წერია საქართველოს შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში | Allnews.Ge

"ვიზის შეჩერების მექანიზმი" - რა წერია საქართველოს შესახებ ევროკომისიის მეშვიდე ანგარიშში

იმის­თვის, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს და შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­საძ­ლო ამოქ­მე­დე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს, სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად შემ­დგო­მი გა­და­უ­დე­ბე­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს, - ამის შე­სა­ხებ "ვი­ზის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის" შე­სა­ხებ ევ­რო­კო­მი­სი­ის მეშ­ვი­დე ან­გა­რიშ­შია ნათ­ქვა­მი.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბოლო მოვ­ლე­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პი­რე­ბის­თვის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­საძ­ლო ამოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ მსჯე­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. იმის­თვის, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ყვე­ლა სტან­დარ­ტის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­აგ­რძე­ლოს და შე­ჩე­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის შე­საძ­ლო ამოქ­მე­დე­ბა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს, სა­ქარ­თვე­ლომ კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად შემ­დგო­მი გა­და­უ­დე­ბე­ლი ზო­მე­ბი უნდა მი­ი­ღოს“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.ევ­რო­კო­მი­სია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის სა­ხით კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებს გა­მო­ყოფს:

"უზ­რუნ­ველ­ყოს და და­იც­ვას სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის, შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, სა­ჯა­რო საქ­მე­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის აკ­რძალ­ვა.

გა­ა­უქ­მოს და გა­იწ­ვი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­ზღუ­დოს ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა დის­კრი­მი­ნა­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის პრინ­ციპ­სა და შე­სა­ბა­მის ევ­რო­პულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს. კერ­ძოდ, გა­ა­უქ­მოს კა­ნო­ნი „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ და „ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ“ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, ასე­ვე, ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ეროვ­ნულ სტრა­ტე­გი­ა­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ში, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს LGBTIQ პი­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის სრუ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ვი­ზო პო­ლი­ტი­კა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­იყ­ვა­ნოს ევ­რო­კავ­ში­რის ჩა­მო­ნათ­ვალ­თან მე­სა­მე ქვეყ­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ვი­ზებს სა­ჭი­რო­ე­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ქვეყ­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის­თვის არა­ლე­გა­ლუ­რი მიგ­რა­ცი­ის ან უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კებს ქმნი­ან.

გა­აძ­ლი­ე­როს ძა­ლის­ხმე­ვა თავ­შე­საფ­რის უსა­ფუძ­ვლო მო­თხოვ­ნი­სა და წევრ ქვეყ­ნებ­ში არა­რე­გუ­ლა­რუ­ლი ყოფ­ნის პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად, მა­გა­ლი­თად, მიგ­რან­ტთა შე­სა­ბა­მი­სი კა­ტე­გო­რი­ის­თვის სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბით უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ და სა­სა­ზღვრო შე­მოწ­მე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბით.

შექ­მნას აქ­ტი­ვე­ბის აღ­დგე­ნის ოფი­სი და აქ­ტი­ვე­ბის მარ­თვის ოფი­სი და გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა აქ­ტი­ვე­ბის მოკ­ვლე­ვის, გა­ყინ­ვის, მარ­თვის, კონ­ფის­კა­ცი­ი­სა და ლიკ­ვი­და­ცი­ის სა­კი­თხებ­ში.

მი­ი­ღოს ახა­ლი ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის საკ­მა­რი­სი რე­სურ­სე­ბი გა­მო­ყოს და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­უთ­მოს მა­ღა­ლი დო­ნის კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას, სა­სა­მარ­თლო დევ­ნა­სა და გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას.

ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნოს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს შე­სა­ხებ კა­ნონ­ში, რათა ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ძი­რი­თა­დი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, გან­სა­კუთ­რე­ბით ის, რაც ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, პო­ლი­ტი­კურ ნე­იტ­რა­ლი­ტეტ­სა და ფუნ­ქცი­ებს ეხე­ბა.

მო­იყ­ვა­ნოს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში“, - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.