"რა მაგარი ქალები გყოლიათ ქვეყანაში..." - ორბანის პასუხი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ | Allnews.Ge

"რა მაგარი ქალები გყოლიათ ქვეყანაში..." - ორბანის პასუხი ჟურნალისტის კითხვის შემდეგ

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ურ­თი­ერ­თსა­ხარ­ბი­ე­ლო და პო­ზი­ტი­უ­რია - ალ­ბათ, ამის მი­ზე­ზი ის­ტო­რი­აა, რად­გან თქვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ხართ და ჩვენც ასე­თი­ვე ნა­ტუ­რის ხალ­ხი ვართ, - ამის შე­სა­ხებ უნ­გრე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ვიქ­ტორ ორ­ბან­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თულ ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

ორ­ბან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ზი­ტის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს და­ე­ლო­და, რად­გან სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს მისი ჩა­მოს­ვლა ჩა­რე­ვად არ აღ­ქმუ­ლი­ყო."არ მინ­დო­და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლა იმი­ტომ, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ჩვე­ნი ჩა­რე­ვის მცდე­ლო­ბად აღ­ქმუ­ლი. ჩვენ და­ვე­ლო­დეთ შე­დე­გებს და მერე გა­დავ­წყვი­ტეთ თბი­ლის­ში ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვით, ამი­ტომ მად­ლო­ბა მოწ­ვე­ვის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ.

ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ურ­თი­ერ­თსა­ხარ­ბი­ე­ლო და პო­ზი­ტი­უ­რია. არ ვიცი, რის გამო ხდე­ბა - ალ­ბათ, ამის მი­ზე­ზი ის­ტო­რი­აა, რად­გან თქვენ ხართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი ხალ­ხი, ჩვენც ასე­თი­ვე ნა­ტუ­რის ხალ­ხი ვართ. ჩვენს ირ­გვლივ დიდი ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი არი­ან და ჩვენ ყო­ველ­თვის ვიბ­რძვით სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის­თვის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ეს ის­ტო­რი­უ­ლი ფაქ­ტია, რაც აშ­კა­რად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებს პო­ზი­ტი­უ­რი სახე აქვს. ხალ­ხი ერ­თმა­ნეთს აკ­ვირ­დე­ბა და ეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლის მომ­ცე­მია. ამი­ტომ, მინ­და მი­ვუ­ლო­ცო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ორ­ბან­მა.

რო­გორც ორ­ბან­მა აღ­ნიშ­ნა, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­აკ­ვირ­დნენ უნ­გრე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არ­ჩევ­ნე­ბი შე­ა­ფა­სეს, რო­გორც "პო­ზი­ტი­უ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი".

'ვაკ­ვირ­დე­ბი იმ კა­მათს, რაც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ არის. სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოხ­მა­უ­რე­ბა­საც ვეც­ნო­ბი. შე­მიძ­ლია ვთქვა, არა­ვის გა­უ­ბე­დავს იმის თქმა, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი ან მისი შე­დე­გე­ბი რა­ი­მე სა­ხით დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ ყო­ფი­ლა, იმ კრი­ტი­კუ­ლი აზ­რის გარ­და რაც გა­მო­ით­ქვა. ეს ასეა. ჩვენ, უნ­გრე­ლე­ბი, ასე­ვე, ვაგ­ზავ­ნით ხოლ­მე ჩვენს დამ­კვირ­ვებ­ლებს და სა­ქარ­თვე­ლო­შიც ასე იყო. შე­ვის­წავ­ლე ის ან­გა­რი­ში, რო­მე­ლიც უნ­გრელ­მა დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს. ყვე­ლა ას­პექ­ტით იყო პო­ზი­ტი­უ­რი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. ამი­ტომ, მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს მი­ვუ­ლო­ცო“,- გა­ნა­ცხა­და ვიქ­ტორ ორ­ბან­მა.

"ბედ­ნი­ე­რი ვარ და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­გიწ­ვევთ ბუ­და­პეშ­ტში..." - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა უნ­გრე­თის პრე­მი­ერ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს, რომ­ლე­ბიც პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მას კვლავ კი­თხვებს უს­ვამ­დნენ.

"თქვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში მი­გუ­ლეთ, რა მა­გა­რი ქა­ლე­ბი ჰყო­ლი­ათ ქვე­ყა­ნა­ში" - თქვა ორ­ბან­მა.