რას ამბობს პაპუაშვილი ინფორმაციაზე, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები დუბაის მიმართულებით ბილეთებს ყიდულობენ?
არც ბილეთი მაქვს და არც ინფორმაცია - ჩვენ 27 ოქტომბერს ვგეგმავთ აღვნიშნოთ ქართველი ხალხის გამარჯვება და ვიყოთ ქართველ ხალხთან ერთად, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები დუბაის მიმართულებით ფრენის ბილეთებს ყიდულობენ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ის აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებას უკავშირებს UFC-ის ბრძოლას, რომელიც სავარაუდოდ, დუბაიში იმართება."
თავიდან გაგვეცინა საერთოდ რა იყო და მერე მივხვდით, რომ შეიძლება გულისხმობთ UFC-ის ბრძოლას. აქედან დაიწყო, ალბათ, საუბარი. საერთოდ ვერ მივხვდით საიდან მოდიოდა - რა შუაშია დუბაი და რა შუაშია 27. მერე ბოლოს მივხვდით, რომ UFC-ის ბრძოლაზეა, ალბათ, საუბარი და აქედან გაქვთ ეჭვები, თუ არ ვიცი რა არის. ჩვენ 27 ოქტომბერს ვგეგმავთ აღვნიშნოთ ქართველი ხალხის გამარჯვება და ვიყოთ ქართველ ხალხთან ერთად იმისთვის, რომ ეს გამარჯვება აღვნიშნოთ.“- განაცხადა პაპუაშვილმა.